www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:09 25.02.2013
კონსტანტინე კუბლაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კუბლაშვილი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ ორი მოსამართლის - მაია გიგაურისა და ბესარიონ ალავიძის პირადი საქმეების გამოთხოვას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმეების გამოთხოვაზე თანხმობა სასამართლომ გასცა, საქმე კი, ამ ორი მოსამარათლის დანიშვნის საკითხს ეხება.

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა განმარტა, დანიშვნაზე გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მიღებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კოლეგიური ორგანო და, კუბლაშვილის თქმით, კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია.

"ამ ქმედებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუკი მათ სურთ საბჭოზე ზემოქმედება, ვაძლევ გარანტიას, რომ ეს მცდელობები უნაყოფო იქნება. მე პირადად მაქვს ხმა მიცემული ამ ორი მოსამართლის დანიშვნაზე და ორივე მათგანი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს სისტემაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

მისივე თქმით, ორივე მოსამართლის დანიშვნის შესახებ დოკუმენტაცია კარგად არის შესწავლილი და ამის შემდეგ აქვს საბჭოს და პირადად მას გადაწყვეტილება მიღებული.

"თუ ვინემს რამის შეცვლა სურს, ერთადერთი გამოსავალი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა. ამასაც ვერ აკეთებენ, რადგან ამ საკითხებზე უკვე იმსჯელეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება მათი დანიშვნის შესახებ", - განაცხადა კუბლაშვილმა. 

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ არსებობს.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მაია გიგაურის პირადი საქმეების გამოთხოვის შესახებ პროკურატურამ შუამდგომლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 22 თებერვალს მიმართა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5779
EUR2.9344
GBP3.2752
RUB3.8267
თბილისი 17°-24°
ქუთაისი 20°-33°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia