www.people.ge
17:05 01.11.2012
შს მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაურბის
ჯაბა დათუაშვილი

ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა, არ სურს განმარტება გააკეთოს - რატომ გადაუხადა  მადლობა რუსულ „ფე-ეს-ბე“-ს, საქართველოსთვის „ფასდაუდებელი დახმარების გამო“. მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წლის აგრესიის დროს რუსეთს საქართველოს დედაქალაქის ოკუპაცია უნდა მოეხდინა. 

„people.ge“-ს მინისტრის მოადგილესთან რამდენიმე კითხვა ჰქონდა. თუმცა შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა, კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. (მან ჩვენი კითხვები უპასუხიოდ დატოვა და ტელეფონი გამორთო). 

თავის მხრივ, შევარდნაძის კლანის წარმომადგენელ ნაცვლიშვილთან კითხვები აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა,  შს სამინისტროს ზოგიერთი მოადგილე ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს იყო უშიშროებაში.

ჯაფარიძის განცხადებით, ასეთი ერთ-ერთი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილია. მისი თქმით, ნაცვლიშვილმა 2008 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად შერჩეული პირების ნაწილს, მაღალი თანამდებობები ეკავა იმ დროში, როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ე.წ. ქურდების სახით. 

მაშინ, როდესაც ნარკოტიკების ბრუნვა ფორმალურად აკრძალული იყო, მაგრამ რეალურად კონტროლდებოდა სწორედ სამართალდამცველი და უშიშროების სტრუქტურების მიერ. 

როდესაც კორუფცია საჯარო სამსახურებში აღწევდა არნახულ მასშტაბებს და როდესაც ქართული სახელმწიფო, საჯარო, განსაკუთრებით კი, სამართალდამცველი სტრუქტურები გაჯერებული იყო მტერი სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებით“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

დღესვე აღნიშნული ბრალდებისთვის საპასუხო განცხადების გაკეთება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია. 

მთავრობის კანცელარიაში შეკრებილი ჟურნალისტები დაინტერესდნენ - იზიარებს თუ არა, ივანიშვილი შს მინისტრის მოადგილის, ლაშა  ნაცვლიშვილის პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით.

„ლაშას ძალიან კარგი წარსული აქვს. უნდა გავარკვიო ნამდვილად თქვა თუ არა მან ეს სიტყვები და თუ თქვა, რა კონტექსტში, რადგან ჩვევიათ, რომ სიტყვებს ჭრიან და მათთვის სასურველ შინაარსს აძლევენ. რაც შეეხება ვიზიარებ თუ არა ამ მოსაზრებას - რა თქმა უნდა არა. რუსები სადამდეც შემოვიდნენ ისიც არ უნდა დაგვეშვა“,- განაცხადა ივანიშვილმა. 

„people.ge“ გთავაზობთ იმ მოკრძალებულ ორ კითხვას, რაზეც  ლაშა ნაცვლიშვილისგან პასუხი ვერ მივიღეთ (როცა მან ჩვენი კითხვები მოისმინა, ტელეფონი ჯერ გაგვითიშა, შემდეგ კი გამორთო):

1. ბატონო ლაშა თქვენ თავის დროზე განაცხადეთ, რომ რუსული ფე-ეს-ბე ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს. ახლაც იგივეს ფიქრობთ? რაში გამოიხატებოდა „ფასდაუდებელი დახმარება“? 

2. თქვენ რუს ჟურნალისტთან ინტერვიუში თქვით, რომ ზოგჯერ ფიქრობთ,  უმჯობესი იქნებოდა რუს ოკუპანტებს თბილისიც აეღოთ... თუმცა, შემდეგ ეს ფრაზა ჟურნალისტს გადააბრალეთ. ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე რატომ  არ გააპროტესტეთ რუსი ჟურნალისტის „თავისუფალი ინტერპრეტაცია“?  

p.s: შეგახსენებთ, რომ ნაცვლიშვილმა "ინტერფაქსთან" საუბრისას რუსულ ფე-ეს-ბე-ს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული ფასდაუდებელი საქმიანობის გამო. ხოლო რუსულ "პოლიტ.რუ"-თან ინტერვიუში განაცხადა: "ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა რუსებს თბილისი აეღოთ"... მოგვიანებით ეს ფრაზა უარყო და განმარტა - "ეს იყო ჟურნალისტის თავისუფალი ინტერპრეტაცია".

კომენტარები:
თიკო2012-11-06 16:30:24
ამ სიტყვების მთქმელს რომ თანამდებობის პირად ნიშნავენ, რა მნიშვნელობა აქვს რომელ უწყებაში და საზოგადოებას მეტად მწვავე რეაქცია არ აქვს რაზეა საერთოდ საუბარი??

2012-11-09 15:17:14
ვანო მერაბიშვილი კიდე ხო სხაპასხუპით პასუხობდა ხალხის შეკითხვებს თქვენმა მზემ

2012-11-09 15:19:44
უბედურება იმაშია რომ რუსები მტრებად ვთვლით და არაა გასაკვირი რომ შემოგვესია და ომი გაგვიმართა, ვაჟკაცობაში მაინც გვეთვლებოდა მტრებთან ბრძოლა, ისაა საშინელება რომ რუსებზე მეტი მტერი სათავეში გვიზის და გააუბედურა ქვეყანა, ადამიანის უფლებებს დააჯვა ზედ, ოოო ეხლა ჩვენი ჯერია

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2017
ოქტომბერი 2017
ოქტომბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4863
EUR2.9405
GBP3.2725
RUB4.3181
თბილისი 7°-21°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia