www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
06:25 19.03.2013
საქართველო შესაძლოა მალის მისიაში ჩაერთოს
interpressnews
ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა . 

როგორც საქართველოს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მალის მისიაში საქართველოს ჩართვაზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა პირველად "ბრიუსელის ფორუმზე" გააკეთა. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს. 

"მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ მთავრობაში ვიმსჯელეთ და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას. საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას დეტალების დადგენის შემდეგ მივაწვდით", _ აცხადებს თავდაცვის მინისტრი. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა, გასული წლის ბოლოს საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა. ამჟამად, მალის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია იღებს. ამ ეტაპზე, მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500 კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისგან, ასევე, 70 კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება. 

მალიში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სამთავრობო ჯარების ბლოკპოსტებზე თავდასხმა დაიწყეს. მალის ხელისუფლების დასახმარებლად ქვეყანაში 10 იანვარს საფრანგეთის სამხედრო ქვედანაყოფები  ჩავიდნენ. ამ დროისთვის ქვეყანაში 4 ათასამდე ფრანგი სამხედრო  იმყოფება. ოპერაციაში  მონაწილეობენ დასავლეთ-აფრიკული ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნების სამხედროებიც.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia