ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს საქართველოში რუმინეთის ელჩი დუმიტრუ ბადეა ეწვია. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ რუმინეთის საელჩო 2013 წლიდან ნატოს საკონტაქტო საელჩო გახდა. ელჩი ცენტრის დირექტორს ელენე გოცაძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ქრისტინა ბალეიშიტე და რუმინეთის საელჩოს პირველი მდივანი რადუ გორინჩიოი. ელენე გოცაძემ სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის 2013 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები გააცნო. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი და პერსპექტივები.
„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მრავალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა და მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან. სწორედ ამ თნამშრომლობის ფორმატებზე ვისაუბრეთ დღეს და ერთობლივი საინტერესო ღონისძიებები დავგეგმეთ,” – აღნიშნა ელენე გოცაძემ.