www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:05 20.03.2013
პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი და საქართველო თუ ვერ შეთანხმდნენ, აფხაზეთის გავლით რკინიგზა ვერ გაიხსნება
interpressnews
მთელმა მსოფლიომ რომ მოინდომოს აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა, რუსეთი და საქართველო თუ ვერ შეთანხმდნენ, ეს რკინიგზა ვერ გაივლის , - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილი ამით უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, შოთა მალაშხიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა ექსპერტი აზერბაიჯანში, თურქეთში და სომხეთში საუბრობენ, რომ რეალურად არის საშიშროება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განვითარების. "ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიცემა რკინიგზაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით სამხედრო პლაცდარმი საომარი მოქმედებების დროს", - აღნიშნა მალაშხიამ.

ამის საპასუხოდ ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ უნდა მუშაობდეს ექსპერტების დონეზე. "მეც ვიყავი ექსპერტი და ვიცოდი ჩემი ადგილი. ჩვენ გვაქვს კონტაქტები როგორც სომხურ მხარესთან, ასევე აზერბაიჯანთან, თურქეთთან. კითხვები შემოდის მათგანაც და არც ერთი სახელმწიფოსგან არ ყოფილა არც ერთი შენიშვნა ამ მიმართულებით. როგორც წესი, ექსპერტები მართლაც ბევრს ჩხირკედელაობენ. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ მოსაზრება",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახნის საკითხი "იდეის ზემოთ არ წასულა".

"მთავარი მხარე, რომლის გარეშეც რკინიგზა ვერ გაივლის, ეს არის რუსეთი. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს რკინიგზა. ამით დავიწყე მე, როდესაც ნოემბერში გავაჟღერე, რომ ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს ეს, როდესაც ჩამონათვალი მქონდა", - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.

რაც შეეხება მალაშხიას განცხადებას, რომ რკინიგზის გახსნით შესაძლოა, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან სიტუაციები გართულდეს, ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ მალაშხიამ ახსენა ორი სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა მას მიაჩნია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის აზერბაიჯანი. "სომხეთიც ჩვენი პარტნიორია, მნიშვნელოვანი მეზობელი, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანთან. ეს უსაფრთხოების კონცეფციაშიც წერია და ყველგან. ამაში უცნაური არაფერი არაა. შესაბამისად, საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლითაც შესაძლოა ჩრდილი მიადგეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. მაგრამ, ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი აზროვნება არსებობს. შეიძლება დააბალანსო სიტუაცია ისე, რომ აზერბაიჯანის ინტერესებიც იყოს დაცული, სომხეთისაც, საქართველოსიც და რუსეთისაც. პირველ ოქტომბერს ხალხმა სწორედ თქვენს ერთგანზომილებიან აზროვნებას უთხრა უარი",-მიმართა მალაშხიას ზაქარეიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა აპირებს დააბალანსოს პოლიტიკა და არ იყოს რომელიმე სახელმწიფოს მძევალი, "რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს სახელმწიფო ჩვენთვის".

კომენტარები:
flprxbir2014-10-20 09:45:12
uYyZzG ejwurjbapiro< /a>, [url=http://mcfwuvugdsek.com/]mcfwuvugdsek[/url], [link=http://oojtirydnqce.com/]oojtirydnqce[/link] , http://thyshiznbycw.com/

Ken2014-11-27 07:59:14
Awesome blog! Is your theme custom made or did you download it from somewhere? A design like yours with a few simple adjustements would really make my blog shine. Please let me know where you got your theme. With thanks

Ramona2014-11-27 08:00:03
I love the knowledge on your website. Thnx!

asOn32cvkc2016-06-12 14:59:03
cymbalta 60 propranolol augmentin tablet crestor fluoxetine crestor 40 mg

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)

სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.411
EUR2.6921
GBP3.069
RUB4.0425
თბილისი 16°-27°
ქუთაისი 17°-31°
ბათუმი 21°-27°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
3 736
3 867
7 201
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia