www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:35 22.03.2013
ივანიშვილის პარაშუტები ოპოზიციას და მათგან მარილმოუყრელი მადლი

საქართველოს პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებული ხელის გადაგრეხვის პროცედურების პირველი ეტაპი  დასრულდა.  უმრავლესობა იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა უმცირესობის მოთხოვნა სარეიტინგო კენჭისყრაზე, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე, ცვლილებების პროექტი ჩავარდებოდა. საკონსტიტუციო ინიციატივა პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე პირველი მოსმენით გავიდა - 135 ხმა არც ერთის წინააღმდეგ.

კენჭისყრის შედეგებს დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ  ხალხს გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და განაცხადა: ,,მიუხედავად განსხვავებებისა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფორმით, რომელმაც ერთის მხრივ, დააფიქსირა რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა და ოპოზიციის გადაწყვეტილების გარეშე მიღებული ვერ იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილება, მეორე მხრივ, ეს იყო ის ფორმა, რომელმაც გამოაჩინა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა“

"დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს დავნებდებით შანტაჟს და ზეწოლას. ასევე დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ვიქნებით მზად შეთანხმებისთვის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ერისა და ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მმართველი ძალა  საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორ ძალას შორის შეთანხმების მიღწევას მიესალმება.

 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.

აი,  პრემიერი კი, როგორც ჩანს, ყველაფრით კმაყოფილი არ არის, ვინაიდან მისი შეფასებით მიღწეულს ოპოზიციის მიერ მოყრილი მარილი აკლია. მისივე გამოსვლიდან მთავრობის სხდომაზე ირკვევა, რომ  პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს  მისი სურვილის მიუხედავად ოპოზიციის „ახირებაზე“ მხარდაჭერა ტელეფონზე საუბრისას აიძულა.

 ივანიშვილი  განმარტავს, „ რატომ დავრეკე მე და შევცვალეთ პოზიცია: უფრო კარგი იქნებოდა პოლიტიკურად, რომ არ დამერეკა. ადამიანურად ჯობდა არ დაგვეშვა გამონაკლისი, რადგან ძალიან დაბალი ალბათობა იყო, რომ ეს ჩავარდნილიყო. საზოგადოებისთვის ეს არ იყო საშიში, მაგრამ "ნაცმოძრაობა" დარჩებოდა საზოგადოების მიღმა, რისი სურვილიც არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც. ამიტომ ვურჩიე უსუფაშვილს: ჯობია, დავუთმოთ ამ ახირებაზე. შედეგად მივიღეთ ის, რაც გვინდოდა“.  პრემიერ მინისტრი მიიჩნევს რომ მან ამით სამსახური თვით ნაცინალურ მოძრაობას გაუწია და ამბობს: „ არსებობდა პატარა საფრთხე რომ ნაციონალური მოძრაობა გადაჩეხილიყო, რაც მე არ  დავუშვი. ვურჩიე უსუფაშვილს და მან ეს გაითვალისწინა, თუ უფსკრულისკენ გადაწყვეტდნენ, პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ“.

პარლამენტის პლენარული სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვით დაიწყო. პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე წარადგენს. 

როგორც სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, გადაწყდა, რომ ორშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომლის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტს დღესვე მიმართავს.

 

კომენტარები:
ნანა2013-03-22 11:32:17
მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო - ივანიშვილის სქელი შუბლი და გაუტეხავი იხტიბარი

2013-03-22 11:43:26
რა კაცია. ნაციონალურ მოძრაობაზეც ზრუნავს,ოქროა პირდაპირ,ოქრო.

ალეკო2013-03-22 12:40:42
აი იდიოტიიიიიიიიიიიიიიიიიიი

2013-03-22 13:15:37
ეს კაცი ან ბრმაა ან ყრუა ან მაგრად უჭირს თავში ;;;;რამდენი პულიც არ უნდა ჰქონდეს ძალიან პატარა ადამიანია;;;;ცუდ ფონბს მხოლოდ ეს კაცია; ღმერთო დაუბრუნე ყველა მისი ცუდი ჩანაფიქრი მას და მის ოჯახს,;;;;საცოდაობა ეს როცა კაცობაზე და მადლზე ლაპარაკობს

ელი2013-03-22 14:31:38
ივანიHვილის მადლზე ლაპარაკია საცოდაობა?აი;სადამდე შეიძ




ლება მივიდეს ადამიანის სულიერი სიბრმავე და სიკრუე

მახო2013-03-22 14:39:28
ივანიშვილის არითმეტიკით 93 მეტია 100-ზე.

2013-03-22 14:47:32
არა ღირსი ეხლა ეს ერთუჯრედიანი ამება რომ მეორე მოსმენაზე ჩაუგდონ ეს კანონი ?

2013-03-22 15:25:51
ვაიმე ამ კაცმა როგორ მოახერხა ამ კაპიტალის დაგროვება მიკვირს პირდაპირ...მოაყარეთ მერე ბატონო ბიძინა მარილი...გემოვნებითაა,ზოგს მლაშე უყვარს და ზოგს უმარილო,მარტო თქვენს გემოვნებაზე ვერ ვიცხოვრებთ !

...2013-03-22 16:17:27
ეს უბედური...მგონი მართლა ერთობა საქართველოთი

...2013-03-22 16:19:17
თუ ჩვენ ვართ უბედურები ამისგან ნუთუ რამეს უნდა ველოდოთ?..

...2013-03-22 16:23:51
ხო,მის მადლზე,რომელსაც თვითონვე უკარგავს ღირებულებას..დაყვედრებულია და მაგ ფულებს სულ თეთრებად ამოიღებს და გაქრება..

2013-03-22 18:50:50
ეს აიტივის ზურნალისტები ყველამ კარგად იცის ვისი ლეკვები არიან არ გცხვენიატ ტკვე მასხარებო ულოკეტ ულოკეტ საკასჰვილს და მერე მაწონიც მოვა და გაზგებიტ

no name2013-03-23 11:12:57
თუ ჩვენ ვართ უბედურები ამისგან ნუთუ რამეს უნდა ველოდოთ?..

ეეე რას ქვია რას მილიარდებს; ))))))))))

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia