www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
07:54 23.03.2013
მიხეილ სააკაშვილი: "ჩემი დარჩენის მოტივაცია ნგრევის არდაშვებაა"...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარსულზე ამომწურავი მემუარების დაწერას აპირებს, მაგრამ მოგვიანებით,  როცა 90 წლის იქნება, მანამდე კი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც.  როგორც პრეზიდენტმა გუშინ საღამოს გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, მისი დარჩენის მოტივაცია „ნგრევის არდაშვება და მშენებლობის გაგრძელებაა".

"პირველ რიგში, შესანარჩუნებელი გვაქვს დემოკრატიული სისტემა, რომელსაც დღეს პრობლემებს უქმნიან და მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს! ამიტომაც ღირს დარჩენა – თუნდაც იმისთვის, რომ ეს შევინარჩუნოთ. დავრჩები აუცილებლად პოლიტიკაში და ჩემი დარჩენის მოტივაცია ნგრევის არდაშვებაა, რადგან ეს იქნება ჩემი პიროვნული ტრაგედია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ხოლო რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლამ მისი ყოველდღიური განრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა...  პრეზიდენტის კაბინეტში თავს კომფორტულად არ გრძნობს და თავისუფალი მედიის, სასამართლოს და ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტის დარაჯის ფუნქციას ითავსებს, „მე ვარ დარაჯი თავისუფალი მედიის, სასამართლოს და კონსტიტუციის. ვხედავთ, რომ არის მცდელობები ქვეყნის მთავარ სატელევიზიო არხებზე გავლენის მოხდენისა. ეს არ უნდა დავუშვათ!,"-ამბობს სააკაშვილი.

აქვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოვლენები რომ სხვაგვარად განვითრებულიყო ის პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობდა:

"მე საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რათა ვიცოდე, რომ პოლიტიკაში, თან ესეთ მერყევ პოლიტიკაში, როგორიც გვაქვს, სიტუაცია იცვლება ძალიან ჩქარა. რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ჩვენი პირადი გეგმები ძალიან ნათელი იყო - თუ ოქტომბრის არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებდა, მყარად მქონდა გადაწყვეტილი და ამის შესახებ ყველა ჩემმა თანამებრძოლმა იცოდა, რომ მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი".

თუმცა ივანიშვილთან მიმართებაში მას ამგვარი დაპირებების არ სჯერა და ამბობს: " წარსულში ბევრი არადემოკრატიული ქვეყნის ლიდერი თავის ხალხს ყოველ წელს ჰპირდებოდა, რომ ეს არის ბოლო წელი, როდესაც მე თქვენი მმართველი ვარო, თუმცა ეს ვადა 40 წელს გაგრძელებულა. ამიტომ ასეთი ლაპარაკის არ მჯერა. ეს არ არის პიროვნების გადასაწყვეტი. ოქტომბერში გაირკვა, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ სად უნდა იყოს, სად წავიდეს, სად უნდა დაბრუნდეს. პრემიერიც გამოუცდელი იყო პოლიტიკაში. ის ბევრ რამეს ახლებურად შეხედავს, მათ შორის თავის როლს, ოპოზიციას, პიროვნულ ფაქტორსაც, რადგან თუ ხალხს ვემსახურებით, პიროვნული წყენები უნდა დავივიწყოთ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი და იქნება თუ არა ეს ვანო მერაბიშვილი,  პრეზიდენტის თქმით, ეს შიდა დებატებისა და პრაიმერის მეშვეობით გადაწყდება.

"ვანო მერაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერია, მაგრამ ლიდერებს ქმნის დემოკრატია. ვანო ჩემი უახლოესი თანამებრძოლია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ასევე მაქვს ახლო ურთიერთობები სხვა დანარჩენებთან. უნდა მოხდეს შიდა დებატები, შიდა პრაიმერი. ეს დებატები უნდა იყოს ტელეკამერების წინ - იდებატონ, ხალხმა შეაფასოს მათი არგუმენტები და როცა ამას გავაკეთებთ, დავასახელებთ. ზუსტად ასევე – დემოკრატიულად განისაზღვრება ჩემი შემდგომი როლიც", - აღნიშნა სააკაშვილმა და იქვე გამოთქვა მოსაზრება, რომ „პირველივე არჩევნებს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა წააგებს, – იქნება ეს საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, – მოჰყვება სერიოზული გადაჯგუფება პარლამენტში და სამთავრობო გუნდში"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები:
მზაგული2013-03-23 14:40:42
ბატონო პრეზიდენტო! შეგწევთ ძალა დათვალოთ რამდენი ოჯახი დაანგრიეთ,რამდენი ოჯახი ვერ აშენდა, თქვენი საზოგადოების განადგურებაზე დაფუძნებული პოლიტიკისდა გამო.
თავმოყვარე პოლიტიკოსი და ადამიანი,თუ დაინახავს რომ თუნდაც ერთ ადამიანს მისი მიზეზით წაერთვა სიცოცხლის უფლება,ის გაეცლება არენას.თქვენ არა გაქვთ მორალური უფლება კიდევ გამოდიოდეთ ქართველი ერის წინაშე,თქვენ იყავით ბრმა,როდესაც კარგათ ხედავდით,იყავით ყრუ როდესაც კარგად გესმოდათ,შეგეძლოთ გადაგერჩინათ და არ აღმოგაჩდათ ამისი ადამიანური სურვილი არაფერს ვამბობ თქვენს მოვალეობაზე.ყველაზე დიდი სამსახური თქვენგან ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებისათვის ის იქნება შეწყვიტოთ ეს აუტანელი ქვეყნისათვის ძირგამომთხრელი თქვენეული პოლიტიკა.ნუღარ ეტენებით იქ სადაც აღარავის უნდევხართ.დაგვასვენეთ თქვენი პიროვნებისაგან.

Mohamed2013-07-30 10:44:32
What a joy to find soneome else who thinks this way.

Jon2013-08-01 18:11:08
Thanks for that! It's just the answer I nedeed.

Zaari2013-08-02 01:08:03
What a joy to find sooenme else who thinks this way. http://ffkroxmlf.com [url=http://pnocji.com]pnocji[/url] [link=http://krzjohsijy.com]krzjohsijy[/link]

Syzyquin2013-08-02 08:21:14
Boy that relaly helps me the heck out.

sggoueqwb2014-08-26 07:09:09
Z5PsO0 ttxgeqrabrwh< /a>, [url=http://ttkumgfubjtq.com/]ttkumgfubjtq[/url], [link=http://nsouxfabgxyk.com/]nsouxfabgxyk[/link] , http://hwxxoncdgazh.com/

asOn1mjn6o2016-04-26 12:27:25
glucophage xr generic buy stromectol online buy viagra online canada acyclovir example here abilify tadalafil

asOnoihd062016-10-30 05:40:34
Colchicine crestor bentyl without prescription

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)

გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
3 736
3 867
7 201
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia