ცენტრალური საარჩევნო კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
"არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. მზად ვართ, არჩევნების კარგად ჩასატარებლად, ისევე, როგორც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მე მინდა, ვთხოვო საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ხელს შეუშლის საარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებას", - განაცხადა ხარატიშვილმა.