www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:31 23.03.2013
შეუერთდით "დედამიწის საათს", დღეს, საღამოს 9-ის ნახევარზე!
„დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს სიდნეიში აღინიშნა ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ინიციატივით. 2008 წელს კამპანია ავსტრალიის ფარგლებს გასცდა და 35 ქვეყანა გააერთიანა. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა: 2008 წელს მოიცვა 88 ქვეყანა, 2010 წელს – 128, 2011წელს – 135, ხოლო 2012 წელს მონაწილე ქვეყნების რიცხვმარეკორდულ მაჩვენებელს – 152-ს მიაღწია, 2013 წლის ღონისძიება კი ყველაზე მასშტაბური იქნება.მსოფლიოში დედამიწის საათთან დაკავშრებით რთავენ ისეთ ღირშესანიშნაობებს როგორიცაა: ბიგ ბენი, რომის კოლიზეუმი და სხვა.წელს ეს აქცია დაიწყება საღამოს 9ის ნახევარზე და 1 საათს გასტანს.

საქართველო დედამიწის საათს 2009 წლიდან აღნიშნავს. 2009, 2010, 2011 და 2012 წელს გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძის, მუნიციპალური შენობების, „მშვიდობის ხიდის“, შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და მრავალი სხვა კულტურული, ისტორიული მნიშვნელობის შენობების გარეგანათება.წელსაც, საქართველოც უერთდება მსოფლიო დედამიწის საათს და ტრადიციულ ცერემონიასთან ერთად, სხვა ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. 

თუ ხართ პროფესიონალი ფოტოგრაფი ან, უბრალოდ, თავისუფალ დროს გიყვართ სურათების გადაღება, შეგიძლიათ  მონაწილეობა მიიღოთ ფოტო-კონკურსში “დედამიწის საათი”.

კონკურსი  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გაერო საქართველოში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის”, “ახალი ნათების”, “ბილაინისა” და „გალფის“ ორგანიზებითა და ხელშეწყობით ტარდება.

თუ გსურთ კონკურსში მონაწილეობის მიღება შაბათს, 23 მარტს, საღამოს თან იქონიეთ თქვენი ფოტო/ვიდეოკამერა, ეწვიეთ კულტურულ-ისტორიულ ძეგლს ან სხვა ღირსშესანიშნაობას საღამოს 20:00 საათზე (ან სხვა დროს, როდესაც საკმარისად ბნელა და შენობის გარე განათება ჩართულია),გადაიღეთ ღირსშესანიშნაობა/შენობა თქვენ მიერ წინასწარ შერჩეული კუთხით/ადგილიდან, სანამ გარე განათება ანთია,  დაელოდეთ 20:30 საათს, როდესაც გარე განათება გამოირთვება და გადაიღეთ ღირსშესანიშნაობა/შენობა იმავე კუთხით/ადგილიდან. დამშავებული ფოტო გაგზავნეთ  ელ–ფოსტაზე: earthhourgeo@gmail.com ან pr@moe.gov.ge 2013 წლის 1 აპრილამდე. 

კონკუსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2013 წლის 22 აპრილს, “დედამიწის დღეს”, გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ, იმოგზაურონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და გადეცემათ სხვა საჩუქრები.

შეუერთდით დედამიწის საათს, მიიღეთ მასში თანამონაწილეობა და გაუფრთხილდით პლანეტას!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
svioyy2013-06-02 19:09:52
YLaES0 <a href="http://emmqtppjmphk.com/">emmqtppjmphk< /a>, [url=http://sraqopfvijgh.com/]sraqopfvijgh[/url], [link=http://izwlqvzvtjhf.com/]izwlqvzvtjhf[/link] , http://ovobuaialybp.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
ვალუტა ამინდი
USD2.6598
EUR3.0162
GBP3.4617
RUB4.0543
თბილისი 1°-12°
ქუთაისი 2°-16°
ბათუმი 7°-14°
მთავარი