www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
14:43 12.11.2012
რატომ არ იჭერენ იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გია ქავთარაძეს?
ორმაგი სტანდარტი
საბა მაყაშვილი
ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას შესაძლოა ბრალი კიდევ დაუმძიმონ. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით: „გამორიცხული არაა მას ბრალი ციხეში მომხდარი ბუნტისა და პატიმართა გარდაცვალების გამოც წაუყენონ“. 

„ციხის ბუნტი“ - ამ სახელითაა ცნობილი საქართველოში პატიმართა ყველაზე მასშტაბური ამბოხება, რომელიც 2006 წლის 27 მარტს ქ. თბილისის მე-5 („ორთაჭალის“) საპყრობილეში (ამჟამად გაუქმებულია) მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან შეტაკებას რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა და მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა.

იმ დროს, ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. მაშინ, ტელევიზიით გავრცელდა კადრები, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი, ტარიელ ფოცხვერია უკრაინიდან საქართველოს ციხე-კოლონიებში, ე.წ. მაყურებლებს ურეკავდა და დავალებებს აძლევდა. 

ციხის ბუნტიდან რამდენიმე თვეში, ფოცხვერია უკრაინაში დააკავეს. მოხდა მისი საქართველოში ექსტადაციაც. ის ამჟამად საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. 

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

2006 წლის „ციხის ბუნტის“ დროს, იუსტიციის მინისტრი იყო კახი კალაძის მეგობარი, ზურაბ ნოღაიდელის კადრი, „მეოცნებე“ გია ქავთარაძე, რომელიც დღეს ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერია. 

მეტიც, ქავთარაძე, ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ მოადგილედაც კი დანიშნა, თუმცა, რამდენიმე დღეში, მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

იუსტიციის მაშინდელი მინისტრი, გია ქავთარაძე ხმამაღლა, ხაზგასმით აცხადებდა, რომ ციხის ბუნტის ჩახშობის პროცესში სამართალდამცველები კანონიერად მოქმედებდნენ. 

მინისტრი ქავთარაძე მადლობას უხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, ბაჩო ახალაიას და ხაზს უსვამდა მის წვლილს - პატიმართა არეულობის კანონიერად ჩახშობის საქმეში. 

შერჩევითი სამართალი

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების ახალ „ბუას“ - მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, გია ქავთარაძის შესაძლო პასუხისმგებლობაზე არ უსაუბრია. 

საინტერესოა, თუ „ციხის ბუნტის“ ჩახშობისას, ხელისუფლებამ ჩაიდინა „გაუგონარი დანაშაული“, მოახდინა რამდენიმე ურჩი პატიმრის ლიკვიდაცია, უნდა აგოს თუ არა, პასუხი, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, გია ქავთარაძემ, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მისი უფროსი, ბაჩო ახალაია ექვემდებარებოდა?

საყურადღებოა, რომ მინისტრ ქავთარაძეს, არასოდეს დასცდენია სიტყვა, „ციხის ბუნტის“ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან მისი უფროსის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. 

პირიქით - გია ქავთარაძემ, სასჯელაღსრულების სპეცრაზმის იმ წევრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „ციხის ბუნტის“ ჩახშობაში, მადლობა გადაუხადა და პრემიებითაც დაასაჩუქრა. 

უფრო მეტიც: 2006 წლის „ციხის ბუნტის“ ჩახშობის ბრძანება პირადად გასცა მინისტრმა ქავთარაძემ. მან წერილობით დაავალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბუნტის ჩახშობა. 

შესაბამისად, როგორც მორალურად, ისე იურიდიულად, სხვა პირებთან ერთად, იუსტიციის მინისტრმა, გია ქავთარაძემ ოფიციალურად აიღო პასიხისმგებლობა ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც 2006 წელს, პატიმართა მასობრივი არეულობის ჩახშობას მოჰყვა. 

თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლება, 2006 წლის „ციხის ბუნტის“ დროს მომხდარ პატიმართა ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ლიკვიდაციაში, მხოლოდ მის პოლიტიკურ ოპონენტს, ბაჩო ახალაიას ადანაშაულებს, გია ქავთარაძეს შესახებ კი, მრავლისმთქმელ დუმილს ინარჩუნებს.  

კომენტარები:
რობელი2012-11-12 14:55:44
და გია ხომ მეოცნებეა რატომ უნდა აგოს პასუხი?.....ეეჰ საქარტველო საიტ მიექანებიი?...


ნინია2012-11-12 15:10:14
სუბარი აბსოლუტურად უსუსურია ციხის პრობლემების გამკლავებაში...იგი მოსახლეობას მოუწოდებს...დაეხმარონ პატიმრების დაშოშმინებაში...აბა ეს არის სამინისტრო კაცი???...თვითონ პატიმრებაც იციან რას წარმოადგენს ეს ცანცარა კაცი და მთლად თავზე მოასხდნენ და კვლავ ქურდული კანონებით გადაწყვიტეს ციხის მართვა...აბა რა გეგონათ???...თქვენივე გათხრილ საფლავში...ისევ თქვენ ჩავარდით...
ბაჩო ახალაიას და გია ქავთარაძეს...დაპატიმრება კი არა...დაჯილდოება და მედლები ეკუთვნით...რომ ასეთი მკაცრი კონტროლი არსებობდა ციხეზე და ზედმეტს ვერ ბედავდნენ პატიმრები...
ხომ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება ქურდული კანონების გამოყენებით და ქურდების დახმარებით...ახლა ნუ გაგიკვირდებათ, რომ კანონიერმა ქურდებმა არა მარტო ციხის, არამედ ქვეყნის მართვაც მოითხოვონ...

ნინია2012-11-12 15:23:01
ივანიშვილს არ ყოფნის იმდენი ჭკუა, რომ სრულად შეაფასოს შექმნილი ვითარება...ეხლა დაჭერების და ანგარიშსწორებების დრო არ არის...საჭიროა სასწრაფოდ გაერთიანდეს ქართული საზოგადოება...ერი და ბერი...ერთად დადგნენ უმცირესობაც და უმრავლესობაც...და ქვეყნის სასიკეთო ნაბიჯებზე იფიქრონ...თუ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები და პატრიოტები არიან...ბევრ შეცდომებს უშვებს ახალი მთავრობა და ისევ თვითონ მოუბრუნდებათ მომავალში ბუმერანგი...
ივანიშვილს ურჩიეთ ჭკვიანმა ხალხმა- რომ დიქტატორული მმართველობა კარგს არაფერს მოუტანს არც მას და არც ქვეყანას...

2012-11-12 15:24:02
********************

2012-11-12 15:25:30
დიდი დიქტატორებიც კი უკვე ისტორიის სანაგვეზე განისვენებენ...

ზურა(საფ)2012-11-12 15:48:04
ამას რატო არ იჭერენ ამ თავყბაგაბერილს?

ზურა(საფ)2012-11-12 15:50:44
ნინია! ივანაშვილი საკმაოდ ჭკვიანია და მას მიზანმიართულად მიჰყავს საქართველო სრულ გადაჯიშებამდე, ეგ ჩვენ გვგონია მიამიტ ხალხს რომ, იგი უტვინოა და არ იცის რას აკეთებს, პინგვინა გაცილებით საშიში და გველივით ცბიერი ცხოველია

ნათელა2012-11-12 15:51:54
გეთანხმები ნინია, აბსოლუტური სიმართლეა და გამგონენი ცხონდებიან, ისე მამაჩემს ქონდეს ცხონება.

აღსდექ ერო2012-11-12 20:26:26
ზურა(საფ)
ამას რატო არ იჭერენ ამ თავყბაგაბერილს?
----------------------

ზ ურა(საფ)
ნინია! ივანაშვილი საკმაოდ ჭკვიანია და მას მიზანმიართულად მიჰყავს საქართველო სრულ გადაჯიშებამდე, ეგ ჩვენ გვგონია მიამიტ ხალხს რომ, იგი უტვინოა და არ იცის რას აკეთებს, პინგვინა გაცილებით საშიში და გველივით ცბიერი ცხოველია

გიორგი2012-11-12 23:50:07
მეც ასე ვფიქრობ ზურა[საფ],გეთანხმები სრულიად.
თუ ესენი არ შეწყვეტენ პოლიტიკურ ზეწოლებს ადამიანებზე[ახალაია,კალანდაძე,შამათავა თუ სხვებზე... მერზე ზეწოლა],მაშინ ვიფიქრებთ,რომ სპეცილურად,მიზანმიმართულად აკეთებენ,ივანიშვილის მითითებით,ქვეყნის ასარევად[მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ,რადგან ყველა მოსყიდული ყავს და ჯიბეში უზის] და რუსეთის დასამონებლად.მიშას დასცინოდა და თითონაც ერთპიროვნულად წყვეტს ყველაფერს,რამდენიც არ უნდა უარყოს,ასე ჩანს.

2012-11-12 23:50:25
ვერ ნახეთ დღეს როგორ ჩAჯMULI ბავშვივით და ოროსანი მოსწავლესავით დაბნეული იყო ფეტვის მარცვალივით თქვენი გაკერპებული პუტინიჩი....

სიმარტლე2012-11-13 00:03:50
ცუდი ამ პატარა კაცზე, ნამდვილად არ მინდოდა გამომეთქვა,მაგრამ მაიძულებს მისი ქმედებებით ვთქვა, პატარა კაცს პატარა ჭკუა აქვსო-სწორია მასთან მიმართებაში.თუ ის მოსულია შურისძიებისთვის,მაშინ უკვე დაასაბუთა. თუ მოსულია ქვეყნის მოსახლეობის,ოცნებების ასასრულებლად,მაშინ ვეტყვი ცდება[ოცნება აუსრულა სკამებზე მეოცნებეებს],ამ გზითა და ქმედებებით,ნამდვილად გააკვირვებს მსოფლიოს[უკვე გააოცა კიდეც],მოსახლეობას რაა,დაჩლუნგებაა?

2012-11-13 00:16:07
ეს ჩილაჩავა, ირანის პრეზიდენტს შეხედულებით გავს მაგრამ ქვეყნის ერთგულებაშიახლოსაც ვერ მივა მასთან

2012-11-13 00:18:10
პუჭურა ბიძო ქვეყნის მტერია, გონს მოეგეთ თქვე ჩემის 54-იანებოოო

2012-11-13 01:59:01
არ დაიჭერენ,რადგან კალაძეს ძმაკაცია,ვერ გაიგეთ?

მეა-ემიგრანტი2012-11-13 07:34:22
არ დაიჭერენ და მისი აჯობებს,ხომ არ დაავიწყდათ მეოცნებეებს- 40%, საქართველოს მოსახლეობის რა ძალაა!ყველაფერს დრო უნდა მხოლოდ ის გვახვედრებს:ვინ-მეგობარია,ვინ- მტერია,ვინ-არარაობაა. მალე და მალე ვნახავთ მეოცნებეების ოხვრას,ეს ფულზე გაყიდულები!!!

ასანგა2012-11-13 08:19:47
ზურა(პარიზი).გეტანხმები ასიანი ხარ.ვფიქრობ მალე ის 54% -იც მაგ სკუაზე დადგება

2012-11-13 12:45:19
ნინია! ივანაშვილი საკმაოდ ჭკვიანია და მას მიზანმიართულად მიჰყავს საქართველო სრულ გადაჯიშებამდე, ეგ ჩვენ გვგონია მიამიტ ხალხს რომ, იგი უტვინოა და არ იცის რას აკეთებს, პინგვინა გაცილებით საშიში და გველივით ცბიერი ცხოველია


პედაგოგი2012-11-13 17:14:18
ნახეთ, როგორ გააოცა ბორია ივანოვმა ევროპა? ჯერ სად ხართ?

ემიგრანტი2012-11-14 00:52:59
ხო ხოოო დავიწვი ბორიას ცოDვით ბრიუსელში, მე ამეწვა ყურები მის მაგივრად. რა გააფარჩაკესს? შენ ეი კაცმაცუნაუ რა დღეში ხარო? და ა ..

ემიგრანტი2012-11-14 00:54:57
Mაშკა ღორივით რომ ურევ დალაგებულ ქვეყანას, რუსეთი ხომ არა გგონიაო? დუტ შე ფულის ბაღლინჯოო ...სულ ყურები აუწითლეს...

ემიგრანტი2012-11-14 00:56:29
ჭორიკანა და BOზI ქალივით, არა ხალხო მიშა გატყუებთო, მეზარბაზნეები არა ყავსოო...

2012-11-14 00:58:39
კიდევ 10 ათასი გამოღლიტეს კალანდაძეს,ნაძირალები.ჯერ უდანაშაულოა და ფულსაც აწერენ.ფულზე გადარეულები,დაიწყეს ხადურის მითითებები,ბიუჯეტის შევსება.

2012-11-14 04:51:12

2012-11-13 00:18:10
პუჭურა ბიძო ქვეყნის მტერია, გონს მოეგეთ თქვე ჩემის 54-იანებოოო
----------------------------------- --------------

ყოჩაღ, კარგი გამოთქმა დაამკვიდრე: "შე ჩემის 54-იანო" :)))
აწი ყველა პინგვინს მასე მივმართოთ.
"თქვე ჩემის 54-იანებო" :DDDDDD
გაიხარე.

2012-11-14 17:03:51
ეხლა წულუკიანს და კბილაშვილს ახალი საქმე აქვტ გამოსაზიებელი,"ტუ რატომ ჩაარტხა სტალინმა ნიკიტას ტავში ჩიბუხი" წავიდნენ იქ ბელადტან ერტად და სტალინი დააპატიმრონ.

გზა2012-11-15 11:46:26
ვაი საცოდავო ქვეყანავ....

qeto2012-11-15 14:51:44
მეოცნებეებს არ იჩერს წულუკინი ტეხავს.....ვაი თქვენს პატროონს

დოცენტი2012-11-15 15:00:15
ხალხო:გამაგებინეთ ეს წულუკიანი საღად აზროვნებს თუ არა,რასაც პრეზიდენტზე მიანიშნებს ჩემი გაგებით ეს არის სახელმწიფოს ღალატი.იქნებ ჯერ საკუთარ მამასთან გაერკვია რას ერჩოდა იმ ახალგაზრდებს? ის ადამიანები ცოდონი არ იყვნენ? ამიხსენით გთხოვთ..............................!

დოცენტი2012-11-15 15:01:39
პასუხი მინდა გავიგო 54%-ო.

ლივერპული2012-11-15 23:07:45
ეს წლები საქართველოს ისტორიაში შევა შავი ფურცლით 1937-წელთან ერთად.
სAAკაშვილ-მEრAბიშვილი:პრემიერ-მინისტრ ჟვანიას, ვიცე-გუბერნატორ,ქველმოქმედ იუსუპოვის და ექსპერტ სამხარაულის სამმაგი მKVლEლობის შემკვეთები.შსს-ს მიNისტრის ყოფილი მოადგილე: გურამ DოNAძე[GირGVლიანის წამებით მKVლEლი].].დათა ახალაია:23,21, და 17-წლის აჭარელი ბავშვების მკვლელი თავში საკონტროლო გასროლით. (17-წლის ბავშვი პირველად იყო თბილისში ჩამოსული] კულტურის მინისტრი:90-იანების ხალხის დამწიოკებელი MხEდრიონელი რურUა. უშიშროების საბჭოს მდივანი:ეკლEსიის ზილით დამანგრეველი გიგა ბოკEრია.ხAლხის სისხლის მსმEლი: ვიცე-სპიკერი კEრვალიშვილი..შავაძE, გAმცემლიძე, რობAქიძე, ვAზაAგაშვილი,კრიAლაშვილი,ხუBულოვი,დადვანი,ქიმEრიძე ,ტაბიძე,არღვლიანი,შარაძე,ტაბიძე,დელიანიძე...და ა.შ...ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ჩახოცილი ქართველების. ყორნებო:ახალი ნ ი უ რ ნ ბ ე რ გ ი ს პროცესი და სამუდამო კატორღა გელოდებათ!!!!!!

2012-11-18 20:32:44
მართლა მაინტერესებს ივანიშვილს და კალაძეს აქვთ საერთოდ რამე უმაღლესი განათლება? თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა გთხოვთ

ზეზ2012-11-19 15:11:12
ლივერპულ-გეთანხმები-ემ ყ...ი ხმას კიდე იღებენ.

ლივერპული-ს2012-11-20 17:05:48
ეეეე, ძაან გაუტიე რა !!!! მერე თუ მაგდენი აქვთ დაშავებული შენი ძვირპასი იუსტიციის მინისტრი და კბილა რას მიკეთებენ?! ყველაფერი ეგ ზღაპარია და შენც იმეორებ და იმეორებ! რა ფულს გიხდიან მაგაშI?!

2012-11-21 16:24:17
აი ოცნების ყველა წევრი,, ანგელოზია,, ტქვენ ლიდერ ივანისჰვილსაც აბრალებენ მკვლელობებს მაშინ როცა მილიარდებს აკეთებდა რუსეთში არაერთი ადამიანი მოაკვლევინაო,ამ საიტზეც არის სტატია როგორ მოაკვლევინა ალასანიამ საკუთარი ძმაკაცები,იტალიის ტელევიზიები გადმოსცემდნენ რო ეჭვი ჰქონდა გამოძიებას კალაძის ნარკობიზნესში მონაწილეობაზე(ქართველებს არ მოუგონებიათ ეგ ბრალდება)ნარკოტიკი კი რამდენ ახალგაზრდას უსპობს სიცოცხლეს კარგად მოგეხსენებათ.სუბარის დანიშნულმა ციხის უფროსმა სასტიკად სცემა პატიმრები და კიდე ვინ მოსთვლის რამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი.რატო მაგათზე არაფერს ამბობთ?

2012-11-21 21:46:12
დაწყნარდი, ლივერ-ფული, როგორც ირკვევა, რობაქიძის მშობლებს ოქრუაშვილთან პრეტენზიები არ ჰქონიათ, შენ რას იხევი?

GIO2012-11-29 12:31:24
თუ ციხეში სიმკაცრე არ იქნება, კრიმინალი მოიმატებს, არავის არ შეეშინდება ჩაჯდომა. სუბარმა თქვა თავის ინტერვიუში თვენახევარია ციხეებში ნარკოტიკი შედისო, ე. ი. თავისი მინისტრობის დროს.

გივი2012-12-03 21:06:05
ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, არააქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ მრწამსს. ისე ქავთარაძე არც ნაციონალია და არც ოცნების წევრი...ეძგვერაძე ბარნაბას პარტიაშია..

კუ-კუ2012-12-12 01:10:23
შე მართლა ცხოველო,ისიც არ იცი რომ პინგვინი ფრინველია და არა ცხოველ.ან ვის განატლებაზე მსჯელიბთ.ივანიშვილს არა აქვს განატლება და თქვენ გამომიხვედით რა,დააყენეთ

qerxvaqgmd2013-07-15 08:18:23
H1OiWG <a href="http://krqkydgddcqy.com/">krqkydgddcqy< /a>, [url=http://igiyampltrhk.com/]igiyampltrhk[/url], [link=http://kdhrpbyfffwn.com/]kdhrpbyfffwn[/link] , http://gnbpulnmqgmt.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6258
EUR3.0916
GBP3.4999
RUB4.4624
თბილისი 0°-9°
ქუთაისი 4°-15°
ბათუმი 7°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia