www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
00:29 27.06.2014
"16 წლის შვილი მიკვდება და ვერ ვშველი! მუხლებზე ვიხოხებ და მანამდე ვიმათხოვრებ, სანამ შვილისთვის ფულს არ ვიშოვი…"
კვირის პალიტრა
"იცი, როგორი იყო ჩემი შვილი 6 თვის უკან? სადმე თუ გამოჩნდებოდა, ყურს დავუგდებდი ხოლმე, აბა, ამ ადგილიდან სიცილს როდის გავიგონებ-მეთქი"

"ერთი წაკითხვა და ტექსტი ლამის ზეპირად იცოდა... ასეთი შვილი სულ ერთ თვეში ისე მომექცა, 10 წაკითხვითაც ვეღარაფერს იმახსოვრებდა…"

"საოპერაციოდ ვერ შევეხებით, შეიძლება მაგიდაზე დაგვრჩეს, არადა, ტვინში წყალი აქვს უკვე ჩამდგარიო"

ილია კილასონია ჩოხატაურში ცხოვრობს, სულ 40 წლის არის, მაგრამ როცა საუბარს წყვეტს, ყრუდ ამბობს, - ალბათ ძალიან დიდი ხანი ვიცოცხლე, რადგან იმ დღეს მოვესწარი, შვილი მიკვდება და ვერ ვშველი - ამას არ უნდა მოვსწრებოდიო. მე კი სანუგეშო სიტყვა არ მაქვს, - რა უნდა ვუთხრა, - კაცი ლამაზ და ჭკვიან შვილს 16 წელიწადი შეჰხაროდა და შეჰყურებდა, ახლა კი იმას შეჰყურებს, ხელიდან როგორ ეცლება. მე კი ასეთ ამბებს ალბათ არ უნდა ვწერდე - გაუსაძლისი მწუხარების მოწმეებად არ უნდა გაქცევდეთ, მაგრამ როცა ის, ვისაც სიცოცხლე ჯერ არ დაუწყია, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და დახმარება შეიძლება, სხვა რა უნდა გავაკეთო?

ილია კილასონია:

- იცი, როგორი იყო ჩემი შვილი 6 თვის უკან? სადმე თუ გამოჩნდებოდა, ყურს დავუგდებდი ხოლმე, აბა, ამ ადგილიდან სიცილს როდის გავიგონებ-მეთქი, - სიცოცხლით ავსებდა ყველაფერს, სადაც კი ფეხს დაადგამდა… მე და დედამისი ვუჯავრდებოდით, - რას აიკელი ყველაფერი, დაწყნარდი, დამშვიდდი, სახლში დაჯექი და იმეცადინეო. რას გადამეკიდეთ, რაც დამილაგეთ, იმ წიგნებს ზეპირად მოგიყვებითო! ჩვენც გავჩუმდებოდით, რადგან მართლანიჭიერი იყო, - ერთი წაკითხვა და ნებისმიერი ტექსტი ლამის ზეპირად იცოდა... ასეთი შვილი სულ ერთ თვეში ისე მომექცა, 10 წაკითხვითაც ვეღარაფერს იმახსოვრებდა… მივუჯდებოდი და თვალებში გაოგნებული მივჩერებოდი, რა მოუვიდა-მეთქი! დაბნეული მეუბნებოდა, რა ვქნა მამა, ვკითხულობ, მაგრამ ვერაფერს ვიგებო, თავბრუ მეხვევაო… თან თვალებში იმხელა ნაღველი ჰქონდა, ამის ყურება არ შეიძლებოდა. სახლში ყველა ნერვიულობით დაგვხოცა. პირველად ეს ყველაფერი შემთხვევითი გვეგონა, რას მივხვდებოდი, ჩემს თავზე რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ვფიქრობდი, ალბათ იღლება, რადგან მართლა ბევრს კითხულობს-მეთქი; მაგრამ ერთხელაც ფეხბურთის ყურებისას 9 საათზე რომ თქვა, - მეძინება, მეტი აღარ შემიძლიო, დედამისი მოვიდა და მითხრა, - ხვალვე ქუთაისში უნდა წავიდეთ, ვიტალის მაგნიტური ტომოგრაფია გავუკეთოთო, - ფეხურთი ისე უყვარდა, მაგის დაღლა წარმოუდგენელი იყო, დილამდეც უყურებდა ხოლმე… ჩემი ცოლი ექიმია, მაგრამ რომელი დედა დაუსვამს შვილს იმ დიაგნოზს, რაც ქუთაისში გვითხრეს, როცა ვიტალის მაგნიტური ტომოგრაფია ჩაუტარეს - იმ ადგილზე, სადაც თავის ტვინიდან ზურგის ტვინში სითხე გადაედინება, 2-სანტიმეტრინი სიმსივნეა, სითხის მილს აწვებაო. თურმე ამიტომ შეიცვალა ჩვენი შვილი, - სიმსივნე ისეთ ადგილზე ჰქონია, ის თავბრუსხვევასაც იწვევს, მეხსიერების დაკარგვასაც და დანაღვლიანებასაც. ჩვენ ჩოხატაურში ვცხოვრობთ, ქუთაისიდან აღარც კი მივბრუნებულვართ სახლში, თბილისში ისე წავედით. იქ გვითხრეს, - კისტა ისეთ ადგილზეა, საოპერაციოდ ვერ შევეხებით, შეიძლება მაგიდაზე დაგვრჩეს, არადა, ტვინში წყალი აქვს უკვე ჩამდგარი, შულტირება უნდა გაკეთდეს, ხერხემლისა და ზურგის ტვინს შორის შულტს ჩავდგამთ, რათა სითხემ იმოძრაოსო. ამ დიაგნოზმა დაგვხოცა. - 23 წლისა დავქორწინდით, სამი შვილი გვყავს, ვიტალი ჩვენი პირველი სიხარულია, შვილებზე ფიქრს ყოველთვის მისგან ვიწყებდით, ახლაც ასეა, მაგრამ ახლა მარტო იმაზე ვფიქრობთ, როგორ ვაცოცხლოთ… 

- შულტირების ოპერაცია გაუკეთეთ?

- გავუკეთეთ, თბილისში. თავისთავად, ეს ოპერაციაც შოკი იყო, ჩემს საღ-სალამათ შვილს თავში ხელოვნური აპარატი უნდა ეტარებინა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და თავს ვუთხარი, ოღონდ იცოცხლოს და მე ხომ მის გვერდით ვიქნები, ფეხზე დავაუყენებ-მეთქი; მაგრამ ფეხზე დაყენება კი არა, სამი თვის შემდეგ, ბავშვი საერთოდ გაითიშა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა… თურმე ჩადგმულ შულტის აპარატს ტვინის ორივე ნახევარსფეროში სისხლჩაქცევები გამოუწვევია. ექიმებმა, - ასეთი რამ იშვიათად ხდება, 2 პროცენტშიო. ჩემი შვილი იმ 2 პროცენტში აღმოჩნდა… მეორე ოპერაციაზე თავის ორივე ნახევარსფერო გაუხვრიტეს და სისხლჩაქცევები გამოიღეს… ერთი თვე უგონოდ უგონოდ იწვა, არ ვიცოდი, თვალს გაახელდა თუ არა. მაგრამ მოხდა სასწაული და სიარული ჩვილი ბავშვივით დაიწყო. ვაჟკაცი შვილი მყოლია, რომ ეს ტკივილები ვერ მოერია. ასე მგონია, ამ ვაჟკაცობით მისი ბედისწერაც უკან დაიხევს, - თურქეთში გავაგზავნეთ მისი საბუთები და პასუხები რომ მოგვივიდა აჯინაადის კლინიკიდან, - სიმსივნეს ჯერ დავაპატარავებთ და მერე ამოვჭრითო, მე და დედამისს სიკვდილი გვინდოდა, ახლა აღარ გვინდა… ახლა ამისთვის ფული სჭირდება ჩემს შვილს და ყველაფერს ვყიდი, რაც გამაჩნია, სახელმწიფოც მეხმარება, მაგრამ ყველამ იცის რომ ეს ზღვაში წვეთია. არავის ვუსურვებ, ეს სიმწარე გამოსცადოს, მაგრამ მე მუხლებზე ვიხოხებ და მანამდე ვიმათხოვრებ, სანამ შვილისთვის ფულს არ ვიშოვი… არადა ამას თუ როდესმე გავიფიქრებდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ახალა ყველაფერი სულ ერთია ჩემთვის, ოღონდაც შვილი გადავარჩინო… დაჩოქილი გთხოვთ პატიებას რომ გთხოვთ და გაწუხებთ, მაგრამ დამეხმარეთ და შვილი გადამარჩენინეთ…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ილია კილასონია 595402604

ანგარიშის დეტალები---------------------------------------------------------

ანგარიშის მფლობელი (მიმღები):           ილია კილასონია

ანგარიშის ნომერი:                                     GE16LB0711147188857000

ანგარიშის ვალუტა:                                     GEL/USD/EUR--მულტისავალუტო ანგარიში

მფო:                                                                220101460

მიმღები ბანკის დასახელება და მისამართი:      ს.ს. „ლიბერთი ბანკი“

ი.ჭავჭავაძის გამზირი 74

თბილისი, 0162, საქართველო

მიმღები ბანკის SWIFT კოდი:   LBRTGE22

შუამავალი ბანკები:

აშშ დოლარის გადარიცხვებისათვის (ვარიანტი1)

Intermediari Bank Name & Adress:                Deutsche Bank Trust Company Americas

New York, USA

Intermediari Bank SWIFT Code:                     BKTRUS33

Correspondent Account Number:                    04422999

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აშშ დოლარის გადარიცხვებისათვის (ვარიანტი2)

Intermediari Bank Name & Adress:                Commerzbank AG

Frankfurt, Germany

Intermediari Bank SWIFT Code:                     COBADEFF

Correspondent Account Number:                    400-8864068-00

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ევროში  გადარიცხვებისათვის (ვარიანტი1)

Intermediari Bank Name & Adress:                DeutscheBank AG

Frankfurt, Germany

Intermediari Bank SWIFT Code:                     DEUTDEFF

Correspondent Account Number:                    100-9477233-0000

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ევროში  გადარიცხვებისათვის (ვარიანტი2)

Intermediari Bank Name & Adress:                Commerzbank AG

Frankfurt, Germany

Intermediari Bank SWIFT Code:                     COBADEFF

Correspondent Account Number:                    400-8864068-00

კომენტარები:
თეო2014-06-27 11:26:15
ასეთებს დაეხმარეთ,გაჭირვებულებს ვირაც აფერისტ ეკა კვალიშვილს და მისნაირებს რომ ეხმარებით და მაათონებს მარტავთ, ამისტვის გამართეტ მარათონო,რომელიმე გადაცემაში თუ მაინც გაჟღერებულა?არა...

2014-06-27 12:08:14
გული მეწურება,რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე დევს სასწორზე უსახსრობის გამო :(((

....................2014-09-11 19:03:08
ერო და ბერო დავდგეთ ერთმანეთის გვერდით დავეხმაროთ ყველა ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს თითო ლარით მაინც და დავანახოთ თანადგომა...მჯერა რომ ბევრნი ვიქნებით...აბა დავიწყოთ უფალმა დალოცოს ყველა ვინც გულთან მიიტანს მათ გასაჭირს. დავირაზმოთ

2014-10-22 16:05:53
ვაიმე გმერთო ნეტავ მქონდეს რომ დავეხმარო.....გული დამეცვა.....ვილოცებ ვილოცებ სჰენტვის რომ სასწაული მოახდინოს გმერტმა და პეხზე წამოგაკენოს....ყველაPერი კარგად იქნება ხვთის ცკალპბით////

ემიგრანტი2014-12-01 12:46:16
ვაიმე დამეწვა სხეული,გმერთო შენ უშველე ამ ოჯახს გევედრები

2014-12-01 14:37:00
Momceret nomeri tu vinmem icit am ojaxis+972546467819 am nomerze

2014-12-01 15:29:17
თEო გმერტის არ Gესჰინია ავადმკოპზე რომ Aმბობ აფირისტიო.გული Mერევა უკვე კარტულ Bოგმაზე.გმერტო შHენ უსჰველე კველა Gაცჰირვებულს და ამ Oჯახს.მოახდინე შAსწაული

ეკა2014-12-01 21:24:02
ტუ სჰეიდლება საკონტაქტო ტელეფონი მომწერეტ


2014-12-02 00:19:54
ცჰემი მეგობრის დისსჰვილია ზუსტად ანალოგიურ სიატუაციაში, 6 წლის გოგონა, ზუსტად მაგ ადგილზე აქვს 1 სანტიმეტრიანი სიმსივნე და საოპერაციოდ ხელი არ მოკიდეს საეროდ,უკვე გათიშულია ბავშვი, მარტო სუნთქავს და ზონდით კვებავენ, ენით აგუერელი საშინელებაა ,გმერთმა ყველა დაიფაროს

შოთა2014-12-02 01:15:48
გერმანულ ანგარიშზე გადარიცხვისასაც
კილასონია მივუთითო მიმვგებად?

2014-12-05 06:54:11
Gმერტო

2014-12-08 02:21:01
ეს რა ქვეკანაში ვცხოვრობთ...იმაზე დიდი საშინელება არაპერია რომ ეშველება მაგრამ უსახსრობის გამო იგუპებიან ადამიანები...გმერთო შენ უშველე კველა გაჭირვებულს...

mai2016-03-18 17:58:05
ღმერთმა გაგაძლიეროს და გადაგარჩინოს !

2016-03-18 19:31:18
ღმერთო, შენ უშველე და გადაურჩინე ეს ვაჟკაცი მის მშობლებს!!!

2016-03-18 20:25:26
შსოლიდარობისKi ფონდსKi მიმარტეტKi აუცილებლად

nino2016-03-18 21:31:27
595402604 ojaxis nomeri

nino2016-03-18 21:31:58
595402604

nino2016-03-18 21:37:51
595402604 ojaxis nomeri

2016-03-18 22:12:04
უფალმა გისჰველოტ

ნინო2016-03-19 00:32:29
სად არის ამ დროს საძელმწიფო? საყოველთაო დაზღვევით შეიძლება მილიინერმა ისარგებლოს და ასეთი ბავშვი უსახსრობის გამო დაიღუპოს? ღმერთი უშველის ამ ბავშვს!

მარი2016-03-19 03:41:32
ეს პოსტი 2014 წელსაა დაწერილი და ამ ბავშვის მდგომარეობა ახლა როგორია?

2016-03-19 17:43:39
გმერთი შეეწიოს<3

ვიტალი2016-03-20 11:47:18
მადლობა ყველას დღეს უკვე ჩვეულებრივად ვარ და ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები.ვიცი რომ ეს განსაცდელი და არა მარტო ეს ყოველივე უფლისგანაა და მასზე წუწუნი არ უნდა დავიწყოთ მთავარია რომ ვთქვათ იყოს ნება შენი უფალო. ამ ორ წინადადებაში ვერ ვატევ ჩემს სათქმელს უბრალოდ უდიდესს მადლობას მოგახსენებთ ყველას ვინც წაიკითხეთ და გულში ნაღველი დაგრჩათ. გმერთმა მოგაგოთ ყოველივესთვის<3 უფალმა დაგლოცოთ<3

ქართველი2016-03-20 17:00:09
ჟანდაცვის სამინისტრო და სოლიდარობის ფონდი სრულად აფინანსებს 18 წლამდე ონკოლოგიურო დაავადებით ბავშვების მკურნალობას როგორც ადგილზე, ისე საზგვარგარეთ. ასე, რომ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ მათ

ქართველი2016-03-20 17:10:34
ვიტალი, ნუ მოდუნდები, ყველაფერი კარგად იქნება.

ილია2016-03-20 18:52:24
უფალო დაიფარე ჩემი ქვეყანა და ჩემი კეთილი ხალხი. უძლურია ჩემი შესაძლებლობები გამოვხატო მადლიერება და მადლობა ყველა ადამიანის( კლინიკების,სახელმწიფო სტრუქტურების, ორგანიზაციების, ფონდის, მედია საშუალებების) მიმართ ვინც მორალურად და მატერიალურად დამიდგა გვერდით და გადამატანინა ის მძიმე განსაცდელი, რომლის დაძლევა ერთი ოჯახისათვის თითქმის შეუძლებელია.უფლის შეწევნითა ერთობლივი ძალისხმევით გადიაჭრა ჩემი შვილის მკურნალობის(გადარჩენის)საკითხი და დღეს შეიძლება ითქვას ჯანმრთელადაა.ამ განსაცდელმა ბევრი რამ მასწავლა და შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მე ვალდებული ვარ ჩემს ხალხს რითაც შემეძლება ბოლომდე ვემსახურო და არასოდეს დამავიწყდეს მთავარი-"დღეს დაგეხმარნენ შენ, რათა ხვალ დაეხმარო სხვას".
გულწრფელად გთხოვთ პატიებას და შენდობას შეწუხებისათვის
უფალმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ.

ნია2016-03-24 14:45:23
უფალი გფარავდეს

2016-03-24 14:59:14
გმერთი შეეწიოს

2016-03-24 15:00:09
უფალი გფარავდეთ!

2016-03-24 18:52:49
სასწრაფოდ მთავრობაა ვალდებული და აუცილებლად ჯანდაცვამ უნდა გაიღოს ყველაფერი ამ ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ღმერთის მფარველობა, ვილოცებთ თქვენთვის, აუცილებლად გამოჯანმრთელდება თქვენი შვილი.

2016-03-25 06:53:42
ვაიმეე გული ამიჩუყდა, მადლობა ღმერთს

2016-03-27 11:27:19
ასეტებს დაეხმაროს მილიონრები აბსურდს ახარგავენ პულს მიკელა კველას გაასცორებს

txyzfu2016-05-25 01:05:10
L2GCWH <a href="http://rkcabardsrnr.com/">rkcabardsrnr< /a>, [url=http://solsxtnmgpoj.com/]solsxtnmgpoj[/url], [link=http://wjsvseyxpcqg.com/]wjsvseyxpcqg[/link] , http://fsfkpupvgogb.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4417
EUR2.8436
GBP3.1813
RUB3.843
თბილისი 19°-27°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia