www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:14 15.07.2014
ადამიანი, რომელიც სამშაბათს დაიბადა - მარსიანელი

თუ ადამიანი სამშაბათს დაიბადა მის ცხოვრებას მარსი განაგებს და მას შესაძლოა მარსიანელი ვუწოდოთ. მარსიანელს უყვარს სიჩქარე, სწრაფი სიარული, ისევე, როგორც მარსს - სიჩქარის პლანეტას. დიდმა სისწრაფემ შესაძლოა მას სიხარული არ მოუტანოს, თუმცა, ასეთ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში დასახული მიზნების მიღწევა მარტივად შეუძლია. მარსიანელმა შესაძლოა ბევრს მიაღწიოს მცირე დროში, გახდეს ცნობილი ადამიანი პატარა ასაკშივე, ასევე ნაადრევად შექმნას ოჯახი. სიჩქარის თემა წითელი ნაკერით გასდევს მთელ მის სიცოცხლეს. ძალიან ხშირად ასეთი ადამიანი კარგავს ინტერესს სხვადასხვა საქმისადმი, სადაც რეზულტატის მისაღწევად დიდი დროა საჭირო, კარგავს ინტერესს ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც პროცესი შედეგზე მნიშვნელოვანია. მარსიანელის ერთერთი დადებითი მხარე - ხშირად იჩენს ინიციატივას და შესწევს ძალა ნებისმიერი საქმე სწრაფად შეასრულოს. წლების მანძილზე მარსიანელი საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობს, რომ ინიციატივა დასჯადია და ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად გამოიჩინოს იგი.

მარსიანელებს უყვართ საკუთარ თავებსა და სხვებს წამოუყენონ სხვადასხვა მიზნები და დავალებები, მათ შეუძლიათ საკუთარი მიზნების შესასრულებლად ნებისმიერ ხერხს მიმართონ. დასახული მიზანი იზიდავს მათ, აძლევს სტიმულს სიცოცხლისა და ბრძოლისათვის. მარსი ადამიანებს იმპულსურობითაც აჯილდოვებს, ქმნის პირობებს სადაც გაჩერება რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიცაა, შედეგად რთულია ფიქრი გადაწყვეტილების მიღებამდეც. ძალიან ხშირად მარსიანელი ჯერ ამბობს და აკეთებს რაიმეს, შემდეგ კი ფიქრობს მოიქცა თუ არა სწორად, თქვა თუ არა რაიმე პირადული. მარსიანელის ცხოვრებაში არც თუ ისე ბევრი პრობლემაა, მაგრამ იმპულსურობა, სიჩქარე - მთავარი პრობლემებია. სიჩქარე მარსიანელს პრობლემებს არ შეუქმნის, თუ მშობლები მცირე ასაკიდანვე ასწავლიან აწონდაწონონ თითოეული სიტყვა, გადახარშონ ყველა ნაბიჯი.

ახალგაზრდა მარსიანელი შესაძლოა იყოს ზარმაცი მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის მისთვის საქმე, რომელიც მისთვის საინტერესო შედეგს მოიტანს. იმისათვის, რომ ახალგაზრდა მარსიანელს სწავლა მოუნდეს, უნდა დაუსახოთ მას მკაფიო მიზანი და მისი მიმზიდველობა აუხსნათ. სამშაბათს დაბადებულმა ბავშვმა შესაძლოა სრულიად დაკარგოს სწავლის სურვილი, თუ სწავლების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება, ამიტომარ ღირს აიძულოთ ასეთი ბავშვი მრავალი საათის განმავლობაში წიგნით ხელში იჯდეს. აღსანიშნავია, რომ სამშაბათს დაბადებული მამაკაცი ილტვის იმისკენ, რომ ნამდვილი მამალკაცის სტატუსი მოიპოვოს. მარსი კაცის პლანეტაა. ქალს შეუძლია იყოს მამაცი, ძლიერი და მამაკაცური, ხშირად ასეთი ქალი უარს ამბობს ქალურ ნივთებზე, ტანისამოსზე და აცვიათ შარვლები. ერთიც და მეორეც, როგორც წესი ამჟღავნებს ინტერესს კაცური გასართობებისადმი: უყვართ ავტომობილები, სტუმრობენ მსროლელთა კლუბებს და ა.შ.

თქვენ ძალიან დაეხმარებით მარსიანელს თუ ასწავლით მეტალის ინსტრუმენტების მართვას, გამოყენებას, ასწავლით ველოსიპედის ტარებას, მექანიკური კონსტრუქციების მექანიზმში გაარკვევთ, ასწავლით სროლას იარაღიდან და ასწავლით დანის გამოყენებას. ნებისმიერი მარსიანელისთვის ძალიან სასრგებლოა სპორტით დაკავდეს, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდი მარსიანელის თვითშეგნებისა და საკუთარი თავის პატივისცემის განმტკიცებას უწყობს ხელს. მსგავს ადამიანებს შეუძლიათ რამდენიმე საქმე ერთობლივად წამოიწყონ. მისი სხეული და ფსიქიკა სიახლის აღმოჩენის წყურვილით მუდამ დაძაბულია.

მარსიანელები - ცეცხლის ადამიანები არიან. მათ უყვართ კოცონთან დასხდომა, ასევე უყვართ მეხანძრეებთან საუბარი. მარსი - აგრესიისა და ომის პლანეტაა, და ნებისმიერი მარსიანელი - ძლიერი ჯარისკაცია, რომელსაც არ შეიძლება ასწავლოთ ბრძოლა. მათ შეუძლიათ იყვნეენ თეორეტიკოსებიც. თუ პატარა მარსიანელს შეამჩნევთ ჩხუბისადმი „სიყვარულს“, კონფლიქტური სიტუაციების შექმნის „ხელოვნების ცოდნას“, სერიოზულად მოეკიდეთ მის აღზრდას - ასწავლეთ არ დაანგრიოს, არამედ შექმნას - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩხუბის მოყვარე მარსიანელი შესაძლოა ექსტრემისტი გაიზარდოს. მთელი ცხოვრების მანძილზე ნებისმიერი სამშაბათი მარსიანელისთვის ბედნიერი დღეა, ამ დღეს მათ შეუძლიათ ხელი მოკიდონ ნებისმიერ საქმეს, გადაწყვიტონ ყველაზე რთული საკითხები. ასეთი ადამიანებისთვის შესაძლოა ბედნიერი იყოს მარსის წელიწადიც. ანუ როცა მათი დაბადების დღე სამშაბათ დღეს დაემთხვევა.

სამშაბათს დაბადებული ადამიანები გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან, თუმცა, ხშირად მათი განათლება ზედაპირულია. მათ აქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნება და კრიტიკულად განიმსჭვალებიან ყველაფრის მიმართ რაც მათთვის მიუწვდომელია. ისინი გამომგონებლებიც არიან, ასევე ენერგიულები, მათი ჯანმრთელობა მათ წარმატებაზე პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული. 

კომენტარები:
mars2016-07-22 08:40:58
მეც სამშაბათს ვარ დაბადებული და ზუსტად ემთხვევა

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6951
EUR3.1013
GBP3.5131
RUB4.1338
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 13°-22°
ბათუმი 17°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia