www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
23:37 22.07.2014
"რძლის გადასარჩენად ჩავიდა წყალში და ორივე დაიხრჩო" - შემზარავი ტრაგედია სენაკში
კვირის პალიტრა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ამავე სოფლის მცხოვრები ორი ქალბატონი მდინარე მდინარე ტეხურში ბანაობისას დაიხრჩვნენ. რიტა მიგინეიშვილი და თეონა ბუკია ერთი ოჯახის რძლები იყვნენ. 

როგორც ჩვენთან საუბარში სოფლის რწმუნებული, ნუკრი ჯანჯღავა ჰყვება, ერთი რძალი მდინარეში მეორის გადასარჩენად ჩავიდა, ისინი დინებამ ჩაითრია. ადგილზე მისულმა სენაკის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, მათი გადარჩენა ვერ შეძლეს...

ნუკრი ჯანჯღავა:

- ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ეს ქალბატონები, ძმების მეუღლეები იყვნენ, გვარად სახოკიები არიან ის ბიჭები. ცალ-ცალკე იყვნენ გასულნი საცხოვრებლად, მაგრამ მაინც სულ ერთად იყვნენ, ღობეც კი არ ჰყოფდათ. რიტა მიგინეშვილი, 36 წლის იყო, 6 წლის შვილი დარჩა, მეორე, თეონა ბუკია, ახალი რძალია, 19 წლის იყო. 3 თვის ფეხმძიმე ყოფილა, საცოდავი... 

- როგორ მოხდა ტრაგედია?..

- მდინარე ტეხურაზე გასაგრილებლად წასულან. რიტას, უფროს რძალს, შვილმა სთხოვა თურმე მდინარეზე წავიდეთო. იმ ადგილას, სადაც საბანაოდ ჩასულან, მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ძალიან ჩქარი დინებაა და ცივია... თეონას დედაც ახლდათ თურმე. ბავშვი საჭყუმპალაოდ ჩასულა. ქალბატონებიც იქვე ყოფილან. პატარას ფეხზე ხავსი გამოედო თურმე, წაბორძიკებულა და წყალში ჩავარდნილა. დედა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯზე იდგა, რა თქმა უნდა, შვილს დასახმარებლად მივარდა თურმე. ბავშვი სამშვიდობოს ამოუყვანია, მაგრამ თავად წაბორძიკებულა. ეტყობა, ქვებზე წაბორძიკდა და წაქცეულა საცოდავი... ეტყობა, გამოსვლა გაუჭირდა, რადგან ძლიერი დინებაა და თეონა ჩასულა, მოგეშველებიო. იმ ადგილას კი მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ცოტა ქვემოთ, დაახლოებით, 100 მეტრში, უკვე ღრმა არის, ეტყობა, ჩაითრია და ვეღარ ამოვიდნენ თურმე... ამ ყველაფერს თეონას დედა შეესწრო თურმე, რომელიც ბავშვს აკავებდა, რადგან ისიც ცდილობდა თურმე წყალში ჩაცვენილი ქალების დახმარებას. შორიახლოს მეზობელი თენგიზ ჯანღავა თევზაობდა და იმას გაუგია კივილი, კი ჩავარდნილა წყალში, მაგრამ უკვე გვიანი ყოფილა... 

იქვე მეზობლები ყვებოდნენ, ახლაც ყურებში გვიდგას, შიშისგან ლამის ჭკუიდან გადასული ქალისა და ბავშვის კივილიო. მის ტირილზე მოვარდნილან ახლო-მახლოს მყოფნი და სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, მაგრამ რას უშველიდნენ... 

კომენტარები:
"<3"2014-07-23 10:31:02
საშინელი ტრაგედიაა!!! (თქვენ კიდევ ძალით ჟურნალისტებო 1 კლასელობას თავს როდის დაანებებთ,წერას როდის ისწავლით?!ნუთუ არაფერი გსმენიათ ტავფტოლოგიაზე... მემგონი მიზეზი ის არის რომ უკითხავები ხართ და სიტყვათა მარაგის სიმწირეს განიცდით!)

2014-07-24 17:27:33
,,უკითხავები'' ეს ახალი ქართული ტერმინია? =D საკუთარ სწავლა-უსწავლელობას მიხედოს ყველამმ =D

2014-07-27 15:50:45
1კლასელობას,( როგორია?????????)

ნათია2014-07-28 16:41:58
:(

2016-04-25 14:57:56
და 9 კითხვის ნიშანი როგორია?

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia