www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:00 28.07.2014
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც წარსულს ჩააბარეთ. ეს კი ერთნაირად გაგახარებთ და გაგიფუჭებთ კიდეც ხასიათს. არ იჩქაროთ დასკვენების გამოტანა და არც დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ, ეს უარყოფითად აისახება თქვენზე.

კურო: თქვენ ახლა სწავლობთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ შედარებით ეფექტურად თქვენი გონებრივი შესაძლებლობები. ეს დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ სამსახურსა და პირად ცხოვრებაშიც კი. შესაძლოა შეიქმნას სიტუაციები, რომლიდანაც თქვენ გამარჯვებული გამოხვალთ, მაგრამ მოგვიანებით თავს დამნაშავედ იგრძნობთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გიყვართ ღიმილი, გახსოვდეთ რომ თქვენი ღიმილი ყოვლისშემძლეა!

ტყუპები: დღეს შესაძლოა ახლობლებმა ან მეგობრებმა სასარგებლო რჩევები მოგცენ, ამიტომ აუცილებლად გამოუყავით მათ გარკვეული დრო. მაშინაც კი, თუ განმარტოვება გსურთ, გახსოვდეთ, რომ დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არ არის. ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ახლობლების წრეში. მათი ენერგია ძალას და შრომისუნარიანობას შეგმატებთ.

კირჩხიბი: დღეს მიხვდებით, რომ გსურთ განსხვავებული საქმის კეთება. თქვენ თვლით, რომ შეგიძლიათ ისეთი რთული საქმეების მოგვარება, რომელთა არსებობაც სხვებს საგონებელში აგდებს. ამასთანავე, თქვენ ნებისმიერი საქმისგან სასურველი შედეგისა და მოგების მიღების ნიჭი გაქვთ. დღეს ენერგიისა და შრომისუნარიანობის მოზღვავებას იგრძნობთ, ეს კი მეტად დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

ლომი: თუ დღეს კონცენტრირება გიჭირთ, დახმარება მეგობარს ან კოლეგას სთხოვეთ. ისინი დაგეხმარებიან სამუშაო საათებში გარკვეული საქმეების შესრულებაში. თუმცა დღის ბოლოს აუცილებლად განიტვირთეთ, კიდევ ერთხელ მიმართეთ მეგობრებს და გარკვეული რჩევები სთხოვეთ. თქვენთვის მისაღები კი აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ქალწული: თქვენს ირგვლივ არსებული ადამიანები მზად არიან, თქვენი გეგმების ხორცშესხმაში დაგეხმარნონ. მათ სურთ თქვენს გვერდით ყოფნა და თქვენი მხარდაჭერა. დახმარებაზე უარი არ თქვათ, თუმცა არც ლიდერობა ჩამოიშოროთ. ეცადეთ მაქსიმალურად იაქტიუროთ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. შედეგი გასიამოვნებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღე წარმატებული იქნება.

სასწორი: დღეს სერიოზული საქმეების წამოწყება არ ღირს. შესაძლოა რაიმე მეტად არასასიამოვნო ამბავი გაიგოთ ან ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, რომანტიკული განწყობა დღეს მოწყენის უფლებას არ მოგცემთ.

მორიელი: დღეს სრულიად მობილიზებული იქნებით. გამოამჟღავნებთ ლიდერის თვისებებს. დაკისრებულ მოვალეობებს კი მაქსიმალურად კარგად შეასრულებთ. ეს კი უსაფუძვლოდ არ ჩაივლის, თქვენს დაუღალავ შრომას აუცილებლად შეამჩნევენ, რაც სამომავლოდ თქვენს წარმატებას განაპირობებს.

მშვილდოსანი: დღეს ახლობლებთან ურთიერთობა პრობლემებს მოგიტანთ. დაძაბული სიტუაციები იჩენენ თავს. სამსახურში კი თქვენს მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული დღის დადებითად თუ უარყოფითად განვითარება. იგრძნობთ, რომ ძალიან ხართ დაძაბული და ეს ხელს გიშლით საქმიანობაში. დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც განიტვირთეთ და დღის ბოლოს დახმარება მეგობრებს სთხოვეთ.

თხის რქა: იცოდეთ რომ საკუთარი გეგმების შეუსრულებლობის მიზეზი თქვენში უნდა ეძიოთ. ამ საკითხში სხვა არ არის დამნაშავე. ეცადეთ, რომ საფუძვლიანად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრების სტილი. ამასთანავე, საკუთარი ხასიათის გამოსწორებაზე იზრუნეთ და ნახავთ, თუ რამდენი ადამიანი მოისურვებს თქვენ გვერდით ყოფნას.

მერწყული: შეგიძლიათ გარკვეული გეგმები შეადგინოთ სამომავლო ცხოვრებისთვის. ამასთანავე, პრობლემების გადასაჭრელი გზების ძიებაში, მეგობრების დახმარებაც არ იქნება ურიგო. გაითვალისწინეთ მათი რჩევები, დღეს მაქსიმალურად ნაყოფიერი იქნება ყოველი საქმე, რასაც დაფიქრებისა და ანალიზის შედეგად წამოიწყებთ.

თევზები: მომავლისადმი ოპტიმისტურად განეწყვეთ. თქვენში ახლახანს გამოღვიძებული გრძნობა ნამდვილად არ არის ის, რასაც ელოდით. ეცადეთ ამის გამო ხასიათი არ გაიფუჭოთ. შეძლებთ იმ ადამიანის დავიწყებას, რომელიც თქვენთვის იდეალური არ გამოდგა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 10°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia