www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
10:41 15.09.2014
15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
people.ge

ვერძი: დღეს თქვენი მხრიდან გამოჩენილი ცნობისმოყვარეობა ისეთი სიახლის გაგებაში შეგიწყობთ ხელს, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენზე. ამიტომ მკაცრად ნუ გააკონტროლებთ საკუთარ თავს.

კურო: მართალია გეგმების ასასრულებლად ხშირად ბევრი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ, მაგრამ დღეს აღმოცენებული პრობლემა ნამდვილად დიდ რისკს მოითხოვს თქვენგან. ამ საკითხის მოსაგვარებლად კი ნამდვილად არ ღირს ახლობლებთან თუ კოლეგებთან კონსულტაცია. ამ შემთხვევაში ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს.

ტყუპები: ეცადეთ თავი მაქსიმალურად მოარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. არ მოინდომოთ იმ ინფორმაციის მიღება, რაც თქვენ საერთოდ არ გეხებათ. მიუხედავად ამისა, იყავით მაქსიმალურად მობილიზებულნი.

კირჩხიბი: შესაძლოა დღეს გარშემომყოფების გულგრილმა დამოკიდებულებამ თქვენდამი გაოცება გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ და თქვენს საქმიანობას ჩვეულებრივ ტემპში განაგრძობთ.

ლომი: დღეს ისეთი ადამიანები აღმოჩნდებიან თქვენი ყურადღების ცენტრში, რომელბიც წარსულში თქვენი მტრების სიაში პირველ ადგილებს იკავებდნენ. არ ენდოთ მსგავს სიტუაციებს და ყოველთვის გახსოვდეთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები.

ქალწული: შესაძლოა ხანმოკლე მეგობრულმა დამოკიდებულებამ თქვენი აღშფოთება გამოიწვიოს. ადამიანი, რომელიც თქვენი მეგობარი გგონიათ ისეთი კონფლიქტის მიზეზი გახდება, რაც თქვენს ნეგატიურ განწყობას განაპირობებს. ამიტომ, სანამ ადამიანებს სამეგობროდ შეირჩევთ, მანამდე კარგად დაფიქრდით.

სასწორი: თქვენ ყოველთვის საკუთარი თავის კონტროლს ცდილობთ, ეს კი თქვენი ხასიათის ნეგატიურობას განაპირობებს. მოიხსენით დაძაბულობა და ეცადეთ თქვენივე პრინციპების დარღვევას. იყავით თავისუფალნი და შეიგრძენით ცხოვრებისეული სიამოვნებები.

მორიელი: თქვენი გადატვირთული დღის გრაფიკი, რა თქმა უნდა თქვენი წარმატების მიზეზია, მაგრამ ეს ყოველივე საერთოდ გავიწყებთ მეგობრებსა და ახლობლებს. დღეს გაქვთ შანსი, სულ მცირე დრო გამონახოთ და იგი მხოლოდ საკუთარ ნაცნობებს დაუთმოთ, ეს ყოველივე როგორც მათთვის, ასევე თქვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი: თქვენი ნაზი ხასიათი მოიწონეს მათ, ვინც დღეს თქვენს გარშემო ძალაუფლებას ფლობს. კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას საკუთარი ინტერესების პროგრესირებისთვის გამოიყენებთ. ეცადეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას და დაბრკოლებებს ნუ შეუშინდებით. მიუხედავად ამისა, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კარგად დაფიქრდით.

თხის რქა: მაშინაც კი, როცა თქვენ ამას საერთოდ ვერ ამჩნევთ, გარშემო მყოფები დიდ ყურადღებას იჩენენ თქვენდამი. ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ ადამიანები ალაპარაკდნენ. ისინი თქვენით აღფრთოვანებულნიც კი არიან და სურთ გაიგონ თუ რა არის თქვენი წარმატების ფორმულა. რა თქმა უნდა თქვენ არ ხართ ვალდებული მათი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოთ, მაგრამ თუ ამის სურვილი მაინც გაქვთ, შეგიძლიათ გულახდილად გაესაუბროთ მათ. 

მერწყული: დღეს პოზიტიური ენერგიით აღივსებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში რამდენიმე სასიამოვნო ადამიანიც კი გამოჩნდეს. ეს ადამიანები რისკსა და დაბრკოლებებს არ უშინდებიან და თქვენზეც დადებით გავლენას მოახდენენ. ეცადეთ საკუთარ თავსაც მისცეთ უფლება გარისკოს რამდენიმეჯერ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებული აღმოჩნდებით. იყავით გაბედულნი და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

თევზები: რომელიღაც თქვენი მეგობარი ისევე აღარ იქცევა, როგორც ადრე და ნამდვილად აღარ ღირს ამ სიტუაციაზე თვალის დახუჭვა. კარგი იქნება, თუ დღეს მას ამაზე გაესაუბრებით. საბედნიეროდ დღეს საკმაოდ დიდი თავისუფალი დრო გექნებათ და ეცადეთ მისი თუნდაც მცირე ნაწილი თქვენს სახეცვლილ მეგობარს დაუთმოთ. კარგი იქნება თუ ამ საუბარს დღის პირველ ნაწილს დაუთმობთ. შედეგად კი თქვენ ძლაიან კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით, რადგან სიტუაციის გამორკვევას აუცილებლად შეძლებთ.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7137
EUR3.1897
GBP3.5943
RUB4.6071
თბილისი -3°-9°
ქუთაისი 0°-6°
ბათუმი 4°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia