www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:36 08.12.2014
„მკვლელი არ გამიზრდია“ - ყვარელში მოკლული პოლიციელის მკვლელობის დეტალები
კვირის პალიტრა

30 ნოემბერს ყვარელში დეტექტივ-გამომძებელი, 44 წლის გელა ფიცხელაური, 28 წლის ილია სეფაშვილმა მოკლა. მკვლელობის დეტალებზე „კვირის პალიტრა“ საუბრობს და მაგალითად ერთერთი თვითმხილველის ციტატა მოჰყავს:

"ამბობენ, გელას ადრე ილია სეფაშვილის ცოლი ჰყვარებია. მაშინ გოგო 13 წლის ყოფილა. ცოლობაც უთხოვია ოჯახისთვის, გოგოს მამას უცემია კიდეც - ჩემი ხნის კაცს შვილს არ გავატანო. ეს გოგო მერე თანატოლს შეუყვარდა და ოჯახი შექმნეს.

ქმარი ინგლისში იყო სამუშაოდ წასული. მის ცოლს ქუჩაში დახვედრია გელა და ეს ამბავი გოგოს ქმრისთვის უთქვამს. ილიას თავისი მეგობრებისთვის უთხოვია, ყურადღება მიექციათ მისი ცოლისთვის. ამბობენ, ერთ დღეს მანქანით გზა გადაუჭრაო და ეს აცნობეს ილიას ინგლისში. გელას გიორგობასაც დაურეკავს გოგოსთვის. ამის მერე ილიას დაურეკავს გელასთვის, ჩემს ცოლს ახლოს არ გაეკაროო. ამას უპასუხია, შენ კედელი ხომ არა ხარ, ვერ გაგწიოო. ისიც გამწარებული ჩამოსულა. იმ დღესაც უჩხუბიათ, გელას იგივე გაუმეორებია, შენ კედელი ხარო? და მკვლელობა მოხდა", - აცხადებს მამაკაცი „კვირის პალიტრასთან“.

კომენტარს ამავე გაზეთთან ილია სეფა შვილის დედაც აკეთებს:

ჩხრეკაზე პოლიციელები რომ მოცვივდნენ, ისიც არ ვიცოდი, ჩემი შვილი ჩამოსული თუ იყო. ილია აქ სამსახურს ვერ შოულობდა. დიდი წვალების შემდეგ სასტუმრო "ყვარლის ტბაში" ადმინისტრატორად დაიწყო მუშაობა. ორი წელი იმუშავა, 300 ლარს უხდიდნენ. ცოლ-შვილი და ასაკოვანი მშობლები ვყავდით და ბევრს შრომობდა, ოჯახს რჩენა უნდოდა. ხელფასი რომ არ მოუმატეს, დაწერა განცხადება და წამოვიდა. პროცენტიანი ვალი ავიღეთ და ინგლისში წავიდა. 3 წელია წასულია, ახლა კარგად აეწყო და უცებ ეს ტრაგედია დატრიალდა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია, ჰკითხეთ, ვისაც გინდათ, როგორი შვილი მყავს, ჩვენ ყოველთვის პატიოსანი შრომით ვცხოვრობდით.          

გელა ჩემს შვილზე ბევრად უფროსი იყო, ილიას სულ იმას ეუბნებოდა, ჩემი პატარა ძმა ხარო. რა უთანხმოება ჰქონდათ, არ ვიცი. რაც ცოლი შეირთო, გელა ჩვენთან აღარ მინახავს.

ჩემი შვილი 20 წლის იყო, ცოლი რომ მოიყვანა. მეცხრე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი, ბედნიერები იყვნენ. ერთი გოგო ჰყავთ.

ჩემს შვილს პროცესზე უთქვამს, მისი მოკვლა არ მინდოდაო. ფეხებში უსვრია, სამწუხაროდ, გელა გარდაიცვალა“, - აცხადებს ქალბატონი.      
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ვალუტა ამინდი
USD2.6741
EUR3.0581
GBP3.4421
RUB4.0707
თბილისი 5°-13°
ქუთაისი 9°-12°
ბათუმი 12°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia