www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:58 16.12.2014
10 ქვყანა, რომელიც ტურისტებისთვის განსაკუთრებით საშიშია
ფილიპინები ზოგადად ფილიპინების მოსახლეობა სტუმართმოყვარე და კომუნიკაბელური ხალხია. მაგრამ 7 ათასი კუნძულიდან, რომელსაც სახელმწიფო მოიცავს, არსებობს ისეთი კუნძულებიც სადაც მოხვედრა არაფრით არ შეიძლება. განსაკუთრებით საშიში რეგიონი არქიპელაგი სულუ, ზამბოანგა, მინდანაო, ტავი-ტავი, ჩრდილოეთ კატაბატო და ბასილანი გახლავთ. გარდა ჩვეულებრივი ქურდობებისა და ყაჩაღობებისა აქ გაცილებით საშიში მეთოდები მოქმედებს. კაფეში ტურისტს შეკვეთილ ყავაში შესაძლოა ძალიან მარტივად გაურიონ ძლიერმოქმედი ნარკოტიკი, ხოლო როცა მსხვერპლი გაიღვიძებს, ის შესაძლოა არა მხოლოდ თანხის გარეშე აღმოჩნდეს, არამედ შესაძლოა მაგალითად თირკმლის გარეშეც გაიღვიძოს. ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობების მოყვარულები უნდა ერიდონ ფილიპინელ მეკობრეებსაც. მათი დაინტერესების საგანი რა თქმა აუნდა გემები და ტვირთი გახლავთ.
კრიმინალის მაღალი დონე, სამოქალაქო ომები, რელიგიური უთანხმოებები, მეკობრეები - ეს ყოველივე ვერაფრით დაუკავშირდება კარგ შვებულებას. გთავაზობთ ათი ქვეყნის სიას, სადაც შვებულების გატარება ნამდვილად არ ღირს. 
სუდანი სუდანი - ქვეყანა, სადაც სამოქალაქო ომი არ წყდება, ხელისუფლება კი უზომოდ კორუმპირებულია. მოსახლეობის მეხუთედი მუდმივად შიმშილობს. ტურისტად სუდანში ჩასვლა მკაცრად არარეკომენდებულია, რადგან მკვლელობა, გაუპატიურება და გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, აქ დიდიხანია ჩვეულ საქმედაა ქცეული.
ჰონდურასი ჰონდურასში სამოგზაუროდ წასვლა მხოლოდ „უშიშარ“ ტურისტებს შეუძლიათ, რადგან ქვეყანაში ერთი წლის მანძილზე ყოველ 100 ათას ადამიანში 81 მკვლელობა ხდება. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, ადგილობრივი დამნაშავეები განსაკუთრებით ემტერებიან ტურისტებს. ერთადერთი მეთოდი, იგრძნოთ თავი უსაფრთხოდ ჰონდურასში მოგზაურობისას - უნდა იმოგზაუროთ ოფიციალური ტურით და მუდმივად ადგილობრივი სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ.
ავღანეთი ავღანეთის მთები ულამაზესია თავისი ვიზუალით, მაგრამ მთებამდე მისასვლელი გზა ქვეყანაზე გადის, რომელიც ნანგრევებად არის ქცეული გაუთავებელი ომების გამო. ხან საბჭოთა კავშირის, ხან ნატო-ს სამხედრო დანაყოფების, ხან კი შიდა კონფლიქტების გამო. აქ არ არის იშვიათი ტერაქტები და გატაცებები, ამიტომ მთებში მოგზაურობისთვის აუცილებელია გამოცდილი და პროფესიონალი მხლებელი. ამასთანავე, ეს ერთერთი რადიკალური ისლამისტური ქვეყანაა, სადაც დღის განმავლობაში ხუთჯერ ლოცულობენ და ტურისტებისგანაც წესების დაცვას მოითხოვენ. მაგალითად, იკრძალება ქალებისთვის ფოტოს გადაღება. ასევე რთულად არის ალკოჰოლის საკითხი: ალკოჰოლური სასმელები არ იყიდება, რადგან დალევა ეს ცოდვაა.
სომალი სომალი უახლოეს წარსულში თანამედროვე მეკობრეების სამოთხე იყო. წლობით მიმდინარე სამოქალაქო ომმა 90-იან წლებში აქ პროფესიონალი დამნაშავეები ჩამოაყალიბა, რომლებიც კარგად ფლობენ იარაღს და ვერც კი წარმოუდგენიათ მათ გარეშე ცხოვრება. მათი საარსებო წყარო მხოლოდ გემების მითვისებაა. სომალისთან ახლოს სავაჭრო გზა გადის, ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე, ამიტომ მსხვერპლის პოვნა აქ პრობლემას არ წარმოადგენს. ტურისტებისთვის საშიშროებას ის წარმოადგენს, რომ სომალელი მეკობრისთვის მნიშვნელობა არ აქვს წყალში რა გემი ცურავს, ამიტომ თავდასხმის მსხვერპლნი ტანკერებიც და იახტებიც ხდებიან. რა თქმა უნდა სანაპირო ზოლიც არ არის უსაფრთხო, რადგან მეკობრეები ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ხალხი გახლავთ.
ჰაიტი ჰაიტის მოსახლეობის 80 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სწორედ ამიტომ კუნძულზე უამრავი კრიმინალური დაჯგუფებები არსებობენ, რომელთათვისაც ტურისტების გატაცება ანაზღაურების მიღების არც თუ ისე ცუდ გზას წარმოადგენს. კორუმპირებული ხელისუფლება კი ამ ყოველივეზე თვალს ხუჭავს.ამასთანავე ჰაიტიზე ტურისტებისთვის საშიშროებას შხამიანი მწერებიც წარმოადგენენ.
ბრაზიალია უნიკალური ბრაზილია, სანაპიროების ქვეყანა, კარნავალებისა და უდიდესი მხიარულობის მხარე - შესაძლოა დასვენებისთვის იდეალურ ადგილად გეჩვენებოდეთ, რომ არა კრიმინალის მაღალი დონე. მდიდრებისა და ღარიბების ცხოვრებაში არსებული განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. თუ დღისით შედარებით უსაფრთხოა ტურისტისთვის ბრაზილიის ქალაქების დათვალიერება, ღამით მარტივია ბანდფორმირებებთან შეხვედრა.
მექსიკა მექსიკაშიც იგივე პრობლემებია რაც ბრაზილიაში. მექსიკაში ტურისტებს აღიქვამენ, როგორც დამატებით შემოსავლის წყაროს. ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა. ქვეყანაში მძვინვარებენ ნარკოდილერები. იმისათვის, რომ ტურისტმა საკუთარი თვალით ნახოს მექსიკის კულტურა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, აუცილებელია ქუჩებში პროფესიონალ მხლებელთან ერთად იმოძრაოს.
ერაყი ერაყი - ქვეყანა სადაც ყოველგვარი პრობლემა არსებობს, რამაც შესაძლოა ტურისტს შვებულების კარგად გატარებაში ხელი შეუშალოს. ტერაქტები, დაპირისპირებები, გატაცებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და რაც მთავარია ქვეყანა რადიკალური ისლამური სახელმწიფოა - სადაც გარკვეულ საკითხში გაურკვევლობამ ტურისტი შესაძლოა სერიოზულ კომფლიქტამდე მიიყვანოს.
ჩადი ქვეყანა სადაც ჩასვლა არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ჰუმანიტარული სამსახურების წევრებსაც კი არ სურთ. ჩადიში ხელისუფლება ძალიან სუსტია, გამუდმებით ყალიბდება ახალი დაჯგუფებები. რთულია ადამიანი აიძულო ამ ქვეყანაში დასასვენებლად წავიდეს.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6682
EUR3.0324
GBP3.4009
RUB3.9852
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 8°-15°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia