www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
18:18 16.12.2014
სწორად მოქცევის წესები მუსულმანურ ქვეყნებში

არაბული ქვეყნები საკმაოდ პოპულარული ზამთრის კურორტები გახდნენ, სადაც აქტიურად ვითარდება ტურიზმი და ყოველწლიურად იზრდება დამსვენებლების რაოდენობა.

ამის პარალელურად,  არაბული ქვეყნები მკაცრი ტრადიციების მრავალ ფეროვნებით გამოირჩევიან, რომელთა დაცვასაც ად გილობრივი მოსახლეობა ტურისტებისგანაც ითხოვს. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე წესს, რომელიც მუსულმანურ ქვეყანაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა დაიცვათ.

ფოტო და ვიდეო

ისლამი კრძალავს ადამიანის გამოსახულების შექმნას, ამიტომ  რადიკალი მუსულმანები უკმაყოფილონი იქნებიან იმ შემთხვევაში თუ  ფოტოაპარატს ან ვიდეოკამერას დაინახავენ. არაბულ ქვეყნებში არ შეიძლება სამხედრო ობიექტების  გადაღება, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებისა და სასახლეების. არ შეიძლება ქალბატონებისთვის  ფოტოს და ვიდეოს გადაღება და ასევე ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცების. ხოლო თუ მაინც გსურთ სამახსოვროდ რამდენიმე ფოტოს გადაღება, მაშინ დააზუსტეთ ფოტოზე ასახულ ადამიანებში თქვენი ქმედება რაიმე უკმაყოფილების აგამომწვევი ხომ არ იქნება.

ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი

სარწმუნოება ალკოჰოლს კრძალავს, ამიტომ თავად მუსულმანები მას საერთოდ არ იღებენ და ვერც გაუგებენ იმ ადამიანს, რომელიც ალკოჰოლს მიირთმევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ალკოჰოლური სასმელის შოვნა არაბულ ქვეყნებში საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, საკვებ დაწესებულებებშიც კი შეიძლება რომ ამ მხრივ ტურისტს პრობლემა შეექმნას. დალევა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ამის შემდეგ უკეთესი იქნება, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ გამოჩნდებით. რა თქმა უნდა ამ მხრივ გამონაკლისებიც არსებობს, მა გალითად დუბაი ერთერთი გახლავთ. მოწევასთან დაკავშირებით კი საკითხი შედარებით მარტივადაა, ამისთვის სპეციალური ადგილებია  გამოყოფილი, სადაც შეძლებთ თქვენი სურვილის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, აქ  ყველაფერი ძალიან რთუადაა, არავითარი მსგავსი გართობა!

სანაპირო

მუსულმანები უარყოფითად არიან განწყობილნი შიშიშვლისადმი, თუნდაც საცურაო კოსტუმებისადმი. შეურაცხყოფად ითვლება საზოგადოებრივი ტავ შეყრის ადგილებში მამაკაცები მოკლე შარვლებში, თუმცა მამაკაცებს სანაპიროებზე შეუძლითა სა  ცურაო კოსტუმი მოირგონ. ქალების შემთხვევაში  გაცილებით რთულადაა საკითხი: სანაპიროსთვის ტურისტმა ქალბატონმა მაქსიმალურად დაფარული საცურაო კოსტუმი უნდა მოირგოს. რამდენიმე ქვეყანაში კი არის ისეთი საბაპირო, რომელიც გარკვეულ დღეებში მხოლოდ ქალბატონებისა და ბავშვებისთვის არის  განკუთვნილი.

საკვები

გარდა ღორის ხორცისადმი ზიზღისა, მუსულმანებს კიდევ რამდენიმე წესი აქვთ საკვებთან დაკავშრებით. როცა იკვებებიან, მინიმალურად იყენებენ მარცხენა ხელს, მხოლოდ მაშინ იყენებენ მას, როა პურს იტეხავენ. მუსულმანურ ქვეყნებში პურის დაჭრა არ შეიძლება. ნებისმიერი საკვები მარჯვენა ხელით უნდა  გადაიღოთ. არ უნდა ჭამოთ სიარულის დროს და არ უნდა შეხედოთ მათ,  ვინც იკვებება, ეს შეურაცხ ყოფად ითვლება. ხოლო შეთავაზებულ საკვებზე უარის თქმაც შესაძლოა პირად შეურაცხყოფად იქნას აღქმული.

ბაზარი

აქ ყველაფერი მარტივადაა: არ ეჩ ხუბოთ გამყიდველს, არ დაიწუნოთ რაიმე ნივთი. ხოლო რაც უფრო მეტს დახარჯავთ და ბევრ ნივთს შეიძენთ, მით უფრო დადებითად განეწყობიან თქვენდამი.

მეჩეთი

მეჩეთის შესვლამდე აუცილებლად უნდა გაიხადოთ ფეხსაცმელი, ან უნდა დატოვოთ გარეთ, ან რაიმე პაკეტის მე შვეობით შეიტანოთ შიგნით. მეჩეთში არ შეიძლება ხმაური და უნდა იმოძრაოთ ნელა, უკეთესი იქნება თუ იმოძრავებთ კედლებთან რაც შეიძლება ახლოს. არ ღირს მეჩეთში შესვლა ლოცვის დროს.

რამადანი

ეს წმინდა თვეა, რომელიც მტავრის კალენდარის მეშვეობით გამოითვლება და  რომელიც ყოველ წელიწად სხვადასხვა დრო არის. მარხვის  განმავლობაში, მზის ცასვლამდე მუსულმანები ყოველგვარ საკვებსა და სასმელზე უარს ამბობენ. არ სვამენ, არ ჭამენ, არ ეწევიან და სიმშვიდეს ეძებენ. ზემოთ ჩამოთვლილი ყოველივე, შესაძლოა მხოლოდ ღამის საათებში. ერთი თვის განმავლობაში ქალაქები პრაქტიკულად უმოქმედოა, ამიტომ მუსულმანურ ქვეყნებში სამოგზაუროდ სხვა დროის შერჩევაა უკეთესი.

ნამაზი

მუსულმანები დღის  განმავლობაში ხუთჯერ ლოცულობენ და ამას ნებისმიერ ადგილზე აკეთებენ, სადა ლოცვის დრო მოუწევთ. ამ დროს ხმაური არ შეიძლება, ამიტომ თუ მუსულმანს ლოცვის დროს დაინახავთ, უბრალოდ ხმაურის გარეშე, მშვიდად ჩაუარეთ მას გვერდით.

ქალები

მუსულმანურ ქვეყნებში მოგზაურობისას, ქალბატონებმა უნდა ჩაიცვან ფართო ტანისამოსი, არ გამოიყენონ მკვეთრი მაკიაჟი, ა რ მიიხედონ შეძახილების დროს, საზოგადო ტრანსპორტში დასხედით მხოლოდ ქალბატონების გვერდით, არ უპასუხოთ მამაკაცებს, რომლებიც გამოგელაპარაკებიან და დახმარება მხოლოდ ქალბატონებს ან სამართალდამცავებს სთხოვეთ. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6258
EUR3.0916
GBP3.4999
RUB4.4624
თბილისი 0°-9°
ქუთაისი 3°-15°
ბათუმი 7°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia