www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:10 24.12.2014
SES: თანამგზავრი ASTRA 2G მზადაა 28 დეკემბერს კოსმოსში გასამგზავრებლად

ლუქსემბურგი, 2014 წლის 22 დეკემბერი - სატელიტური ოპერატორი SES (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) აცხადებს, რომ თანამგზავრი ASTRA 2G მზადაა გეგმიურ დროს შევიდეს ექსპლუატაციაში და კომოსურ სივრცეში განთავსდეს ავიამზიდ ILS Proton booster-ის მეშვეობით. ავიამზიდის გაშვება განხორციელდება მიმდინარე წლის 28 დეკემბერს 03:37:49 საათზე ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ცენტრალური ევროპის დროით 27 დეკემბრის 22:37:49-ზე, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის დროით - 16:37:49 საათზე)

თანამგზავრი ASTRA 2G-ს დიზაინი შექმნილია და დამზადებულია Airbus Defence and Space-ის მიერ. სატელიტის სიმყარე დაფუძნებულია მაღალი სანდოობის Eurostar E3000-ის პლატფორმაზე. მისი მასა 6 ტონას იწონის, ხოლო ფრთების სიგრძე კი 40 მეტრამდე აღწევს. ფრთებზე განთავსებული მზის ენერგიის ამრეკლები თანამგზავრს მუდმივი დენის წყაროთი 13kW ერთეულით უზრუნველყოფენ. თანამგზავრის არსებობის მინიმალური დრო კი 15 წელია.

ASTRA 2G თანამგზავრი გეოსტაციონარულ ორბიტაზე აღმოსავლეთის 28,2/28,5 გრადუსზე განთავსდება და კიდევ უფრო მეტად განავრცობს აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ახალი თაობის სამაუწყებლო და ინტერნეტ მიწოდების არეალს. ავიამზიდი კოსმოსურ სივრცეში თან წაიღებს 62 Ku-band და 4 Ka-band ტრანსპონდერებს. 

ASTRA 2G სატელიტური ოპერატორის SES-ის რიგით 24-ე თანამგზავრია, რომელიც ILS Proton-ის მეშვეობით განთავსდება სივრცეში, ხოლო მეცხრეა Eurostar თანამგზავრთა შორის SES-ის ფლოტილიისთვის. დამატებით კიდევ სამი E3000 მზადდება SES-სთვის. რაოდენობრივად, ASTRA 2G-ს გაშვება SES-ისა და Proton booster-სთვის იქნება რიგით 401 გაშვება მათი თანამშრომლობის ისტორიის მანძილზე. 

ASTRA თანამგზავრის გაშვების პირდაპირი ტრანსლაციის მაღალი გარჩევადობით ხილვა შესაძლებელი იქნება ორბიტალურ პოზიციაზე - აღმოსავლეთის 19,2 გრადუსზე. 1,037 - არხის ჩამოტვირთვის სიხშირე 11023,25 MHz ჰორიზონტალური პოლარიზაციით, სიმბოლ კურსი 22,0 MSym/s, FEC 5/6, მომსახურება ID 5221, მომსახურების სახელწოდება ASTRA 2G. 

თანამგზავრისთვის თვალის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში შემდეგ ლინკზე: http://astra2g.imgondemand.com/. ონლაინ მაუწყებლობა დაიწყება დაახ. 30 წუთით ადრე. 

SES-ის შესახებ

SES თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 50-ზე მეტი გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ses.com

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6682
EUR3.0324
GBP3.4009
RUB3.9852
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 8°-15°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia