www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:56 02.03.2015
6 მარტივი რამ, რაც ყოველ დილით უნდა გააკეთოთ

გაღვიძებიდან პირველ რამდენიმე წუთს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მთელს დარჩენილ დღეზე. თუ როგორ გაატარებთ ამ წუთებს განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება მთელი დღის განმავლობაში თქვენი ხასიათი და შრომისუნარიანობა.

კარგი იქნებოდა არსებობდეს ისეთი მაღვიძარა, რომელიც გააკონტროლებდა თქვენს ბიოლოგიურ აქტივობას და შესაბამის დროს სასიამოვნო ხმით გაგაღვიძებდათ, რადგან ღრმა ძილიდან თუ არასასიამოვნო ხმას გამოჰყავხართ, ეს საკმაოდ უსიამოვნო მომენტია. თუმცა, მაღვიძარაზე გამარჯვება, ეს მხოლოდ ორთაბრძოლის დასაწყისია.

გაღვიძებიდან თუნდაც 15 წუთის განმავლობაში დაივიწყეთ ტელეფონის, კომპიუტერისა და პლანშეტის არსებობა. გაღვიძების შემდეგ, თქვენ გამორთავთ მაღვიძარას და შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაგრძოთ ტელეფონში ან კომპიუტერსა თუ პლანშეტში ქექვა და შეტყობინებების შემოწმება. ამ პროცედურისთვის თქვენ დღის განმავლობაში დროის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. თქვენი დილა მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ

ჩაანაცვლეთ ყავა ლიმონიანი წყლით

ერთი ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენით მრავალ ვიტამინს შეიცავს. სწორედ ასეთი სასმელი უნდა მიიღოთ ყოველ დილით საუზმემდე. ეს სასმელი დილით ყველაზე მეტი ცხიმის დაწვაშიც დაგეხმარებათ. ასევე გაძლევთ დიდ ენერგიას. შესაძლოა ეს ყოველივე კოფეინზე დამოკიდებულთათვის ძალიან რთული აღმოჩნდეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ყავაზე უარის თქმას მარტივად მოახერხებთ.

სწორად ადექით

როგორ მივეჩივეთ იმას, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ: „მე მარცხენა ფეხზე ავდექი“. ამიტომ გთავაზობთ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოთ ეს პრობლემა, თუ რა თქმა უნდა, თქვენი ორგანიზმი ამის საშუალებას გაძლევთ.

თავიდან გადაბრუნდით მარჯვენა გვერდზე, შემდეგ კი სხეული წამოწიეთ სწორი წელით, ეს ყველაზე სწორი გზაა ლოგინიდან წამოდგომისთვის, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას გულიდან და ზურგის კუნთებიდან. ეცადეთ ეს ყოველივე დილის რიტუალად აქციოთ.

დაადგინეთ დღის მიზნები

ჩამოაყალიბეთ და შეადგინეთ იმ საქმეების სია, რომელთა გაკეთებაც დღის განმავლობაში მოგიწევთ. ეს შეგიძლიათ ლოგინში წოლის დროსაც გააკეთოთ. კარგი იქნება ძალიან თუ არ გადატვირთავთ საკუთარ თავს, შემოიფარგლეთ თუნდაც სამი პუნქტით. რა შეიძლება ეს იყოს? მაგალითად, ვიზიტი ექიმთან, ვარჯიში ან ვახშამი მეგობრებთან ერთად.

გაზმორვა ან ვარჯიში

ეს პუნქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენი ადამიანი არ აქცევს მას ყურადღებას... თქვენ შეგიძლიათ გაიზმოროთ პირდაპირ ლოგინში, უბრალოდ გაჭიმეთ ფეხები, ხელები და კისერი. ან გააკეთეთ რამდენიმე ვარჯიში მას შედმეგ რაც ლოგინიდან წამოდგებით. გააკეთეთ ეს ყველაფერი მანამდე, სანამ ბოლომდე არ გამოფხიზლდებით. ასეთი აქტივობის საშუალებით თქვენი სხეული ძალიან სწრაფად მოემზადება მძიმე და დაძაბული დღის ასატანად.

მიმართეთ მედიტაციას

თქვენ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მედიტაციისთვის, დილით დრო საერთოად არ გაქვთ. მაგრამ მეთოდსა და ხანგრძლივობას ხომ თავად ირჩევთ. მედიტაცია შესაძლოა სასარგებლო იყოს მაშინაც კი, როცა რამდენიმე წამი გრძელდება.

დასხედით მოხერხებულ პოზაში და კონცენტრირება საკუთარ აზრებზე მოახდინეთ. ეს საშუალებას მოგცემთ დასკვნების გაკეთებაში და დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში. 

კომენტარები:
მარიანა2015-08-05 01:08:27
დილით სად მაქვს ამდენი დრო :D

მაია2015-08-11 00:32:07
ნეტავი თქვენ,მეტი რომ არაფერი გაწუხებთ!

eaynekdy2015-09-04 14:15:06
fwXAp1 <a href="http://pfmpxkkxkyvt.com/">pfmpxkkxkyvt< /a>, [url=http://rzwawvrlcmaj.com/]rzwawvrlcmaj[/url], [link=http://fjprhtvoiesl.com/]fjprhtvoiesl[/link] , http://pyehbpmchrzy.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 18°-26°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia