www.people.ge
23:18 17.03.2015
თუკი ღამით გეღვიძებათ - შესაძლოა უნიკალური და იშვიათი ნიჭის პატრონი ხართ
საკმაოდ ხშირად მომისმენია გარშემო მყოფი ადამიანებისგან ჩივილი უძილობაზე. თუმცა, უძილობა ამ შემთხვევაში ამ სიტყვის პირდაპირი და სრული გაგებით არ ფიქსირდება, როგორც წესი სიფხიზლის ორი საათი ღამით, დაახლოებით სამ საათზე დგება და ადამიანი მხოლოდ გამთენიისას ახერხებს ჩაძინებას. მომდევნო ორი საათის მანძილზე ამ ხალხის უმრავლესობას რატომღაც, ათასგვარი ნეგატიური ფიქრი, შიში თუ წინათგრძნობა იპყრობს და ვერაფრით ახერხებს თავს დაძინება აიძულოს. ზუსტად ორ საათში კი ყველაფერი თავისთავად ლაგდება. ხომ არ გეცნობათ ზემოხსენებული სიმპტომები?

მაინც რა ფენომენია – ღამის სამ საათზე გაღვიძების ჩვეულება. 

ეზოთერიკოსები ამ ფაქტს – "სიზმრების ტრიადას" უწოდებენ. 

ადამიანი ნორმალურ რეჟიმში დასაძინებლად წვება და სამ საათიანი ძილის შემდეგ აუხსნელი მიზეზებით ეღვიძება. შემდგომ ამისა ფხიზლობს ორი საათი და ისევ იძინებს დილამდე სამი საათის მანძილზე. 

სიფხიზლის აღნიშნული ორი საათი სავსეა პირქუში ფიქრებით, მომავალზე პანიკური შიშით და დარდით რა იქნება წინ, მომავალში.

თუკი ასეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით იცდეთ, რომ თქვენ ძალზე ძლიერი ინტუიციის პატრონი ხართ და ფლობთ ძალას საკუთარი მომავალი დააპროგრამოთ. ფიქრები მატერიად აქციოთ. 

სწორედ ამ ორსაათიანი სიფხიზლის პერიოდში უკავშირდება თქვენი ენერგოველი უმაღლეს კოსმიურ ტალღებს, რის ხარჯზეც ადამიანს არაერთი ფიქრი, უსიამოვნო აზრი და მომავლის მიმართ აუხსნელი შიში იპყრობს. 

თუმცა, ეზოთერიკოსები გირჩევენ, იმ შემთხვევაში თუკი თქვენ სწორედ ამგვარი "პრობლემებით" იტანჯებით გამოიყენეთ კოსმიური ვიბრაცია, საკუთარი აზრებისა და ოცნებების დასაპროგრამებლად. იოცნებეთ მომავალზე, რომელიც თქვენთვის მისაღებია. ისურვეთ და უსურვეთ ახლობელ ადამიანებს ისეთი ცხოვრება, როგორი ცხოვრებაც მათთვის გულით გემეტებათ. 

აქედან გამომდინარე ამ ორსაათიანი, იძულებითი სიფხიზლის პერიოდში განეწყეთ პოზიტიურად, მოსუმინეთ საყვარელ მუსიკას, იფიქრეთ ადამიანებზე, ვინც გიყვართ და ვისაც უყვარხართ. წარმოსახვას მაქსიმალური გასაქნი მიეცით და დააპროგრამეთ საკუთარი ფიქრები მომავალზე – გწამდეთ, ნებისმიერი თქვენი აზრი, რომელსაც ამ ორსაათიანი სიფხიზლის პერიოდში აგზავნით კოსმოსში სამომავლოდ ფრთებს შეისხამს და რეალიზდება. მიმდინარე საათებში თქვენი ფიქრები "გამადიდებელი შუშის" ეფექტს ატარებს, სხვანაირად ეს შეგვიძლია ფერიას ჯადოსნურ ჯოხსაც შევადაროთ. ოღონდ ინატრეთ, ინატრეთ გულით. სიკეთითა და გულწრფელობით. აუცილებლად შეგისრულდებათ.

კომენტარები:
smohptzui2015-09-04 11:26:42
UKHLn6 <a href="http://mewpudzkgzda.com/">mewpudzkgzda< /a>, [url=http://ossvlmmlylwv.com/]ossvlmmlylwv[/url], [link=http://ydmbhscroquy.com/]ydmbhscroquy[/link] , http://fuuiclhvtaof.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2017
ოქტომბერი 2017
ოქტომბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4864
EUR2.9344
GBP3.2753
RUB4.3213
თბილისი 8°-21°
ქუთაისი 10°-21°
ბათუმი 14°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia