www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:04 21.03.2015
"საქართველო დაპაუზებულია და, როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს" - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)
საქართველო დაპაუზებულია და, როგორც გაჩერებული საათი აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც "თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

ყოფილი პირველი პირის განმარტებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარების გამო გული უკვდება.

"დღეს მე, ისევე როგორც მილიონობით ჩვენს თანამემამულეს, მრავალ ეთნიკური ერის წარმომადგენლებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს შიგნით და მილიონობით ქართველს, ვინც იმყოფება ქვეყნის გარეთ, გული მიკვდება იმის გამო, რაც ხდება ჩვენს სათაყვანებელ, საყვარელ საქართველოში. გული მიკვდება იმის გამო, რომ ვუყურებ გაჩერებულ ეკონომიკას, ვუყურებ, როგორ იხურება ყოველდღე საწამროები, მაღაზიები, სასტუმროებიც კი, როგორ გარბიან ყოველდღიურად საქართველოდან ინვესტორები, როგორც ჩერდება ის დიდი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბრენდებად ვაქციეთ, როგორ აღარ იწყება ის, რის დაწყებასაც ვაპირებდით და რომლის დაწყებასაც ვამზადებდით მრავალი წელი. საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება, სამწუხაროდ, როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთი და იგივე დროს - 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. 

გული მიკვდება იმის გამო, რომ ლარის კურსი, რომელიც, როცა შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო და რომელმაც ჩემი მთავრობის დროს გაუძლო რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას, დღეს ისევ ჩამოიშალა, ისევ ჩამოვარდა შევარდნაძის ნიშნულზე.

გული მიკვდება იმის გამო, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, რომ ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ეზოებში, სკოლებში.

გული მიკვდება რომ, ჩვენ პოლიციას აბუჩად იგდებენ. გული მიკვდება, რომ ამ დღეებში პოლიციელი, რომელმაც ამოიღო მეორე პოლიციელის მკვლელი კრიმინალის საზღვრიდან გადაპარების შესახებ კადრები, მთავრობამ გამოაცხადა კრიმინალად და დაპატიმრებით დაემუქრა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/12300

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
lwqjquz2015-05-23 00:47:19
zR5rvQ <a href="http://tkugoxjaxzzc.com/">tkugoxjaxzzc< /a>, [url=http://esjpfsoekvaw.com/]esjpfsoekvaw[/url], [link=http://shyieszwjmxg.com/]shyieszwjmxg[/link] , http://mebftysdyuov.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6655
EUR3.0352
GBP3.3719
RUB3.9895
თბილისი 1°-6°
ქუთაისი 8°-14°
ბათუმი 12°-16°
მთავარი