www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:41 13.05.2015
ბათუმში, მსოფლიო ბარიტონის ლადო ათანელის შემოქმედებითი საღამო და ა. პონკიელის „ჯოკონდას“ პრემიერა გაიმართება

25 წელი პლანეტის წამყვან საოპერო სცენებზე 

ჟ. ბიზეს ,,კარმენის'' წარმატებული პრემიერების შემდეგ, პირველად საქართველოში,  ბათუმის ხელოვნების ცენტრში, მსოფლიო ბარიტონის, ლადო ათანელის შემოქმედებით საღამოზე, 25 მაისს, შესრულდება სცენები ა. პონკიელის ოპერიდან ,,ჯოკონდა''. ბათუმის საოპერო დასის სოლისტებთან-ირაკლი კახიძესთან, ინგა ჯახუტაშვილთან და სულხან ჯაიანთან ერთად,  სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ  მსოფლიო ოპერის მეგა-ვარსკვლავი ლადო ათანელი და ევროპაში მოღვაწე ქართველი სოპრანო ნანა მირიანი (ქავთარაშვილი), რომელიც ჯოკონდას პარტიას იმღერებს. იგი, ბათუმში 25 მაისს იტალიიდან ჩავა და ქართველ კოლეგებს შეუერთდება.

ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს და კაპელას უდირიჟორებს მაესტრო დავით მუქერია.

„უკვე მრავალი წელია ბათუმის საოპერო დასის ახალგაზრდა და ნიჭიერი სოლისტები და მათი სამხატვრო ხელმძღვანელი მარინა ჯახუტაშვილი, ქართველ მელომანებს მსოფლიო ოპერის მარგალიტებს სთავაზობენ და უნდა ითქვას, რომ ყველა სპექტაკლსა თუ პრემიერაზე ბათუმის ხელოვნების ცენტრში წარმოდგენები სრული ანშლაგით იმართება. ამ ახალგაზრდა დასს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და გვერდში უდგანან ქართული ოპერის ლეგენდარული კორიფეები. ლადო ათანელის შემოქმედებითი საღამოსთვის, რომელიც 25 მაისს გაიმართება ხელოვნების ცენტრში,  იმიტომ შეირჩა ოპერა „ჯოკონდა“, რომ დასის სოლისტებს-ირაკლი კახიძეს, ინგა ჯახუტაშვილს, სულხან ჯაიანს, ნამდვილად აქვს უკვე იმის პოტენციალი და გამოცდილება, რომ ღირსეული პარტნიორობა გაუწიონ მსოფლიო ოპერის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ნანა ქავთარაშვილი და ლადო ათანელი“-განაცხადა ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილმა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 10°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia