www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:54 12.06.2015
ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ცენტრში, 30 ივნისს, ლეგენდარული პრიმადონას ცისანა ტატიშვილის ბენეფისი გაიმართება.

„დაბრუნდი, თორემ ვერასოდეს ეღირსები ვერცერთ გასტროლს“!-მუქარანარევი პასუხი მოსკოვის „გოს-კონცერტიდან“...

 

ჯანსუღ კახიძე ამბობდა მასზე-„შენ დაიდგი დედოფლის გვირგვინი და შენი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიო ოპერის ისტორიაში...“ სცენაზე გამოჩენისთანავე ცისანა ტატიშვილი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მოკლე ხანში იგი ქართული საოპერო სცენის პრიმადონად მოგვევლინა. ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის "სალომე"-ს პირველი შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად კი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი. იგი, მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში სალომეას შემსრულებელთა საუკეთესო სამეულშიცაა შესული...

ცისანა ტატიშვილი არის შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე.

ცისანა ტატიშვილმა, 38 წელი იმღერა ევროპის პრესტიჟულ სცენებზე  საოპერო პარტიები-ტოსკა, აიდა, ამნერისი, ებოლი, ელიზავეტა, დეზდემონა,  ლეონორა,  ამელია, დონა ანნა, სანტუცა, სალომე, სენტა, ჰერტრუდა, ლიზა, "რექვიემი", ლაურეტა, ეთერი, მარო, თამარი…

ბერლინში, „კომიშე ოპერაში“, მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორ ვალტერ ფელეზენშტეინთან ქართველმა სოპრანომ ერთი წელი იმუშავა. აიდას პარტიის შემსრულებლის შესარჩევ კონკურსში ფელეზენშტეინმა 160-ზე მეტი სოპრანო მოისმინა და მათგან ცისანა ტატიშვილი აარჩია. ევროპის სახელგანთქმული თეატრის პრემიერის შემდეგ, გერმანულმა პრესამ სპექტაკლს „ქართული აიდა“ დაარქვა. "მსოფლიო კლასის ხელოვნება გამოამჟღავნა სოპრანო ცისანა ტატიშვილმა", - წერდა 1970 წელს ბერლინის პრესა... ცისანა ტატიშვილს არ დაჰკლებია ხალხის სიყვარული და პატივისცემა, არცერთი ჯილდო, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დიდ, ღვაწლმოსილ ადამიანებს გადასცემდა. მისი სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაიხსნა.

 „დიდმა მაესტრომ ალფრედო კრაუსმა, როცა ცისანას ხმა და სიმღერა მოისმინა თქვა, რომ იგი, ტებალდიზე უფრო ტებალდია, მე კი ცისანა ტატიშვილს ვუწოდებ ქალთა ორფეოსს, ყველაფრის დამტევს თავის ხელოვნებაში“.-წერს პროფესორი ნოდარ ანდღულაძე ცისანა ტატიშვილის ბიოგრაფიულ წიგნში.

ფრანქფურტის მაინეზე, ერთ-ერთი გასტროლის დროს ქალბატონმა ცისანამ იმღერა „ტოსკა“. სპექტაკლის შემდეგ, მასთან საგრიმიოროში შევიდნენ ოთხი ქალაქის-ბაზელის, კიოლნის, მიუნჰენის და ბერლინის თეატრების დირექტორები და სთხოვეს დარჩენილიყო და მათ თეატრებში ემღერა „ტრუბადური“. „გოს-კონცერტთან“ შეუთანხმებლად ვერ წავიდოდა, ხოლო როცა მოსკოვში დარეკა, ასე უპასუხეს:-„დაბრუნდი, თორემ ვეღარასოდეს ეღირსები ვერცერთ გასტროლს“...

ლეგენდარულ პრიმადონას მოსკოვში (დიდი თეატრი), პეტერბურგში (მარინის თეატრი), ვილნიუსში, რიგაში, კიშინოვში, კიევში, სოფიაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ბონში, მიუნჰენში, კიოლნში, ბაზელში, ათენში, ლისაბონში, ლონდონში, პრაღაში, ვენაში, რომში, ბუსეტოში, პარტნიორობას უწევდნენ მსოფლიო ოპერის კორიფეები-ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაზე, ბათუ კრავეიშვილი, დავით გამრეკელი, ვლადისლავ პიავკო, ელენა ობრაზცოვა, ირინა არხიპოვა, ირინა ბოგაჩევა, პეტრე ამირანაშვილი, რევაზ კაკაბაძე, ვლადიმერ ატლანტოვი, იური მაზუროკი, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, ალექსანდრე ხომერიკი, მუსლიმ მაგომაევი, გეღამ გრიგორიანი, ალექსანდრე ვოროშილო...

ქართველმა პრიმადონამ, გერმანიაში, დირიჟორ კიოლერის მიწვევით გალა-კონცერტში იმღერა ბირგიტ ნილსონთან და მონსერატ კაბალიესთან ერთად. იქ, კარაიანის ნდობით აღჭურვილი პირი იმყოფებოდა. კონცერტის შემდეგ, ის მიუახლოვდა და უთხრა, მაესტრო კარაიანი ''ტრუბადურს'' დგამს და ლეონორას შემსრულებელს ეძებსო. თურმე, მოგვიანებით კარაიანის პრეს-სამდივნო ''გოსკონცერტს'' დაუკავშირდა და მოითხოვა ცისანა ტატიშვილისთვის ნებართვა მიეცათ, რომ  ზალცბურგში ჩასულიყო მაესტრო კარაიანთან შესახვედრად. მაგრამ მოსკოვიდან ასეთი პასუხი გაუციათ, ცისანა ტატიშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, ის გასტროლებზეა და მის მაგივრად შეგვიძლია „დიდი თეატრის“ სოლისტი მილაშკინა შემოგთავაზოთო, რაზეც ზალცბურგიდან უარი უთხრეს. ბევრჯერ შეუშლია ქართველი პრიმადონასთვის ხელი „გოსკონცერტს“. ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში  დარჩენა ვერ გაბედა, რადგან საბჭოთა „კაგებე“ თბილისში დატოვებულ ოჯახს აუწიოკებდა, ძმას დაუპატიმრებდა. პატრიოტმა მომღერალმა ვერც მშობლიურ თეატრს უღალატა და თბილისის ერთგული დარჩა... ამიტომ, თბილისში, მისი მშობლიური თეატრის წინ, მადლიერების ნიშნად ქართველმა ხალხმა ცისანა ტატიშვილს  2010 წელს ვარსკვლავი გაუხსნა.

 „2001 წელს ჯანსუღ კახიძეს ახალ სეზონში კონტრაქტზე ხელი რომ არ მოვუწერე, აღშფოთებულმა მითხრა-„თეატრიდან შენს წასვლას ხალხი არ მაპატიებსო“.  მირჩევნია ხუთი წუთით ადრევ წავიდე, ვიდრე დავიგვიანო-მეთქი ვუპასუხე და დავტოვე თეატრი. შემდეგ აღარ მიმღერია. სოფიკო ჭიაურელი მთხოვდა ერთი მსახიობის თეატრში სოლო-კონცერტი გამემართა, მაგრამ ვეუბნებოდი ხმა არ მაქვს-მეთქი, არ სჯეროდა. ხმა სეიფში გაქვს ჩაკეტილი, გახსენი და იმღერებო, მეუბნებოდა...“-იხსენებს ლეგენდარული პრიმადონა.

30 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ცენტრში ლეგენდარული დივას ბენეფისზე  გალა-კონცერტში იმღერებენ თბილისისა და ბათუმის საოპერო დასების სოლისტები და ევროპაში მოღვაწე მომღერლები,  გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის ემზადება ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიურ ორკესტრი და კაპელა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5773
EUR2.9299
GBP3.2729
RUB3.8499
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 20°-32°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia