ჩვენი პლანეტის მცხოვრებთა კულინარიული უპირატესობები იმდენად
განსხვავებულია, რომ შესაძლოა ჩვენთვის სადმე, მექსიკის რომელიმე რესტორანში
მორთმეული კერძი, ნამდვილ გამოცდად იქცეს. თუნდაც ტაილანდში - რომელიც
ტურისტებისთვის ზედმეტად მიმზიდველი ადგილია, შესაძლოა მოგართვან კერძი, რომელიც
აუცილებლად გამოიწვევს აღშფოთებას და ხშირ შემთხვევაში „შიშსაც“ კი.
people.ge Business Insider-ზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ კერძების
ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენი უმრავლესობა არც კი დააგემოვნებს.
შემწვარი ტარანტულები, კამბოჯა
კამბოჯაში არის ქალაქი სკუონი. ეს ქალაქი მთელს ქვეყანაში ცნობილია და
ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებშიც. საქმე სულაც არ არის
არქიტექტურაში ან ბუნების სილამაზეში. ერთერთი მთავარი „ღირსშესანიშნაობა“ გახლავთ
კერძი, რომელიც შემწვარი ტარანტულებისგან მზადდება. ობობებს აშენებენ მიმდებარე
სოფლებში. კერძის მოსამზადებლად დიდი ობობებია მისაღები.
ობობები მზადდება ზეთში სხვადასხვა სანელებლებითა და ნიორით. ხოლო თქვენამდე
ახლადდაჭრილი ბოსტნეულით მოიტანენ. კამბოჯაში ეს კერძი დელიკატესად ითვლება.
კერძი ჭუპრებისგან, ავსტრალია
ავსტრალიის აბორიგენების ერთერთი „უგემრიელესი“ კერძი ჭუპრებისგან
მომზადებული „დელიკატესია“.
მატლები თეთრი აჰავათი, მექსიკა
მექსიკაში თეთრ აჰავას მხოლოდ ტეკილას დასამზადებლად არ იყენებენ. მექსიკელები
სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად ამ მცენარის „მკვიდრ“ მატლებსაც მოიხმარენ.
ხშირად ამ მატლებს კერძ ტაკოს ერთერთ ინგრედიენტად მოიხმარენ.
იხვის ჩანასახის კერძი, ფილიპინები
კერძი სახელწოდებით „ბალუტი“ იხვის ჩანასახისგან მზადდება. ამ კერძს
ფილიპინებზე ძირითადად მამაკაცები ეტანებიან, რადგან სჯერათ, რომ მას პოტენციის მომატება შეუძლია.
სუფი ღამურისგან, პალაი
პალაიზე დელიკატესად ითვლება ღამურისგან მომზადებული სუფი, რომელიც
საკმაოდ საშინელი შესახედია. ამ კერძის მოსამზადებლად განსაკუთრებული სახეობის
ღამურას იყენებენ.
სუფი ჩიტის ბუდისგან, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
ერთერთ ღირებულ დელიკატესად აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში
ითვლება სუფი, რომელიც ჩიტის ბუდისგან
არის მომზადებული.