www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
13:05 01.07.2015
9 რამ რაც დილის 10 საათამდე უნდა გააკეთოთ

1. მედიტაცია

მედიტაცია ან უბრალოდ მარტივი ვარჯიში „ღრმა სუნთქვა“, დაგეხმარებათ დაიწყოთ დღე მშვიდი შეგრძნებებით. იმის ნაცვლად, რომ გაღვიძებისთანავე ტელეფონში ჩაძვრეთ და შეამოწმოთ დილის  ფოსტა, დახარჯეთ რამდენიმე წუთი უბრალოდ იმაზე,  რომ სიმშვიდეში დაჯდეთ. დღის განმავლობაში ჩვენ მრავალი რთული და დიდი საქმის გაკეთება გვიწევს - მიეცით თავს საშუალება მშვიდად დაიწყოთ დღე. თქვენ ამა თუ იმ საქმეზე ფოკუსირებას უფრო მარტივად მოახდენთ და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

2. მადლიერება გამოხატეთ საკუთარი თავის მიმართ

„თუ თქვენს ცხოვრებაში ერთადერთი ლოცვა იქნება სიტყვა „მადლობა“, ეს სრულებით საკმარისია“. დაიწყეთ დღე მადლიერების გამოხატვით იმისთვის, რაც გაგაჩნიათ. ეს პრაქტიკა თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას შეგძენთ - იყოთ საკუთარი თავის მადლიერი თუნდაც უმნიშვნელო წარმატებების გამო მომავალი 24 საათის განმავლობაში. ეს უფრო მტკიცეს გაგხდით პრობლემების მიმართ, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს.

3. ჭიქა წყლის დალევა

თქვენი ორგანიზმი, როცა იღვიძებს წყლის ნაკლებობას განიცდის, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გაღვიძებისთანავე ერთი ჭიქა წყალი დალიოთ. საკუთარ წიგნში The Body Ecology Diet, დიეტოლოგი დონნა გეიტსი ადამაინებს სთავაზობს მიიღონ დღის სრული მარაგის წყლის რაოდენობის ნახევარი სწორედ დილით. ეს გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, შეამცირებს შიმშილის გრძნობას და თავის ტკივილის წარმოქმნის რისკს დღის განმავლობაში.

4. ფიზიკური ვარჯიშები

რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც დილით იღვიძებს და კუნთებისა და ძვლების დაძაბულობას არ გრძნობს და არც თუ ისე მარტივია, ჩვევად აქციოთ დილის გამამხნევებელი მარტივი ვარჯიშები. თუმცა, კვლევები აჩვენებენ, რომ დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს დაგროვებულ სტრესს.

5. მუსიკის მოსმენა

თუ დღეს მუსიკის მოსმენით დაიწყებთ, თქვენ უამრავ დადებით ემოციას დააგროვებთ, აიმაღლეთ განწყობა და მიიღეთ დადებითი ენერგია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გეყოფათ. როგორც კვლევები ამტკიცებენ, მუსიკას შესწევს ძალა აამაღლოს მოტივაცია და შრომისუნარიანობა. ასე რომ გაახარეთ საკუთარი თავი!

6. ღიმილი

დაიწყეთ დღე ღიმილით აბაზანის სარკის წინ. იგი დადებითად მოქმედებს თქვენს საერთო მდგომარეობასა და განწყობაზე, მაშინაც კი როცა მოწყენილი ხართ. ღიმილი გარშემომყოფებში თქვენს მიმართ ნდობას იწვევს. ასევე გახსოვდეთ - წარმატებული ადამიანები ყოველთვის პოზიტიურად არიან განწყობილნი.

7. მილაგება

ჩვენი ცხოვრება ბობოქრობს, ამიტომ თქვენ შესაძლოა დაგავიწყდეთ პატარა საქმეები დილით. ხანდახან ჩვენ ვფანტავთ ტანისამოსს მთელ სახლში, ვტოვებთ გასარეცხ ჭურჭელს და არ ვყრით ნაგავს. ამიტომ დილითვე მოაგვარეთ მსგავსი საქმეები, რადგან საღამოს, როცა დაღლილი შინ მოხვალთ, სუფთა გარემო აუცილებლად გესიამოვნებათ.

8. პირველ რიგში ყველაზე რთული საქმის შესრულება

შესაძლოა გეჩვენებოდეთ, რომ სინამდვილეში მთავარია დილიდან პატარა მარტივი საქმეების მოგვარება. თუმცა, თუ თქვენ თავდაპირველად ყველაზე რთულ საქმეს გადაწყვეტთ, მაშინ ყველაფერი დანარჩენი უფრო სწრაფად და მარტივად მოგვარდება.

9. გეგმის შედგენა, რითი უნდა დაკავდეთ დღის განმავლობაში

რაც უფრო ადრიანად შეადგენთ ტთქვენს დღიურ გეგმას, მით უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად გაანაწილებთ საკუთარ დროს. როგორც კი ამას გააკეთებთ, დატოვეთ განრიგში დრო იმისათვის, რომ ახლადწარმოქმნილი პრობლემის მოგვარებაც შეძლოთ.

წარმატებას და ღიმილიან დღეებს გისურვებთ! 

კომენტარები:
2015-07-01 17:08:20
3წუთი თავის მოვლა, ალაგო საწოლი, დალიო ყავა, აჭამო ბავშვებს, გაამზადო სათითაოდ ბაღისთვის სკოლისთვის, მერე სწრაფად ჩაიცვა თმა მაკიაჟი და ფარცხა ფურცხით გაიქცე სამსახიურში 10 საათზე უკვე შუა მუშაობაში, აი რას ასწრებენ 10 საათამდე ქალების უმრავლესობა :D :D :

eopmljuz2015-08-06 06:19:46
3hXm2f <a href="http://whyxcrwderqb.com/">whyxcrwderqb< /a>, [url=http://uljmhzenliuf.com/]uljmhzenliuf[/url], [link=http://sewqvagvklsl.com/]sewqvagvklsl[/link] , http://gfefdohvpkio.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 6°-14°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia