www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:47 03.07.2015
10 ყველაზე ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავი - სანახაობა ნამდვილად გაგაკვირვებთ (ფოტო)

21-ე საუკუნეს გლობალური ეკონომიკის საუკუნეს უწოდებენ, სადაც ადამიანებისთვის, რომლებიც ე.წ. ფინანსურ ელიტას წარმოადგენენ, მნიშვნელოვანია თავი იგრძნონ დაცულად და იცხოვრონ ფუფუნებაში. რა თქმა უნდა ერთადერთი საშუალება მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში სწრაფად აღმოჩნდეს ადამიანი, თვითმფრინავი გახლავთ. რა თქმა უნდა მილიარდერები ეკონომ-კლასით არ იმგზავრებენ. მოყვანილ ფოტომასალაში შემოგთავაზებთ მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ კერძო თვითმფრინავს და მათი მფლობელების ვინაობას.

10. Embraer Legacy 650 - მფლობელი გახლავთ ჯეკი ჩანი, თვითმფრინავის ღირებულება კი 30 მილიონი ამერიკული დოლარი.

ეს უნიკალური თვითმფრინავი ბრაზილიაში შეიქმნა, მისი ბორტი მოხატულია წითელი და ოქროსფერი დრაკონებით, ასევე ჯეკი ჩანის ლოგოტიპით. მსახიობის  ბიუჯეტი 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

9. Gulfstream IV - მფლობელი გახლავთ მსახიობი ტომ კრუზი, თვითმფრინავის ღირებულება კი 38 მილიონი ამერიკული დოლარი.

რა თქმა უნდა ეს ბოინგი არ არის, მაგრამ ამ გოლფსტრიმში 19 ადამიანი თავისუფლად თავსდება. თვითმფრინავი მოქმედებს Rolls-Royce Tay 611-8 ორი ძრავით. ამასთანავე, თვითმფრინავში ჰაერი ყოველ ორ წუთში ერთხელ იწმინდება, რათა მგზავრები ვირუსებისგან იყვნენ დაცულნი.

8. Bombardier BD-700 Global Express - თვითმფრინავის მფლობელი ბილ გეიტსი გახლათ, მისი ღირებულება კი 40 მილიონი ამერიკული დოლარია.

ბილ გეიტსი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. თვითმფრინავი უმაღლეს ტექნიკურ შესაძლებლობებს ფლობს. იგი უმაღლესტექნოლოგიური სანავიგაციო სისტემით არის აღჭურვილი.

7. Bombardier Challenger 850 Learjet - თვითმფრინავის მფლობელი მომღერალი ჯეი-ზი გახლავთ, მისი ღირებულება 40 მილიონი ამერიკული დოლარი გახლავთ.

ჯეი-ზიმ და მისმა მეუღლემ  ბიონსემ ერთობლივად შეიძინეს აღნიშნული თვითმფრინავი, რომელსაც ტყავის სალონი აქვს. თვითმფრინავში არის მისაღები, სამზარეულო და საძინებელი. ეს თვითმფრინავი ბიაონსემ მის მეუღლეს აჩუქა.

6. Bombardier BD-700 Global Express - თვითმფრინავის მფლობელი გახლავთ მომღერალი სელენ დიონი, მისი ღირებულება კი 47.7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ეს გახლავთ უნიკალური თვითმფრინავი სწრაფი ბიზნეს ვიზიტისთვის. მასში თავისუფლად განთავსდება 18 ადამიანი. თვითმფრინავში არის საძინებელი, მისაღები და კაბინეტი.

5. Gulfstream V - თვითმფრინავის მფლობელი მსახიობი ჯიმ კერი გახლავთ, მისი ღირებულება კი 59 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ჯიმ ქერი მოთხოვნადი მსახიობია, რომელიც საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას გამოიმუშავებს. სწორედ ა მიტომ მან შეიძნა უძვირფასესი თვითმფრინავი. თვითმფრინავი იტევს 16 მგზავრს. ასეთი თვითმფრინავი მსოფლიოს მასშტაბით სულ 191 ცალია.

4. Trump’s Boeing 757 - თვითმფრინავის მფლობელი დონალდ ტრამპი გახლავთ, მისი ღირებულება კი 100 მილიონი ამერიკული დოლარია.

რას მოიმოქმედებთ, თუ თქვენი თვითმფრინავი აღარ დაგჭირდებათ? რა თქმა უნდა გაყიდით მას. ყველას არ შეუძლია შეკვეთის შედეგად აწყობილია თვითმფრინავის შეძენა, მაგრამ დონალდ ტრამპის შესაძლებლობები ამას ნამდ ვილად გასწვდება. კონკრეტულად ე ს ეგზემპლარი თავდაპირველად Microsoft-ის ერთერთ თანადამფუძნებელს, პოლ ალენს ეკუთვნოდა. თვითმფრაინავს 23 მგზავრის დატევა შეუძლია. სხვადასხვა დეტალები, მათ შორის უსაფრთხოების ღვედები არის მოოქროვილი, დამონტაჟებულია 52 დიუმიანი ტელევიზორი. ყოველივე „ტრამპის სტილში“.

3. Boeing 747 - მფლობელი გახლავთ ჯოზეფ ლაუ,  მისი ღირებულება კი 153 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ეს მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი კომერციული თვითმფრინავია. ეს მრავალსართულიანი თვითმფრინავია. ზედა სართულზე განლაგებულია ბიზნეს-კლასი, ეკონიმ კლასი კი პირველი სართულია.

2. Airbus A340-300 - მფლობელი გახლავთ ალიშერ უსმანოვი, თვითმფრინავის ღირებულება კი 350 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ეს თვითმფრინავი რუს მილიარდერს ეკუთვნის. როგორც ცნობილია მისი თვითღირებულება 238 მილიონი ამერიკული დოლარია, თუმცა, ექსპერტები ვარაუოდებნ, რომ სხვადასხვა უნიკალური დეტალების გამო უსმანოვმა ბოინგში 350 მილიონი გადაიხადა.

  1. Airbus A380 Superjumbo Jet - თვითმფრინავი პრინც ალ-ვალიდ იბნ ტალაპს ეკუთვნის, რომლის ღირებულებაც 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ამ ლაინერში არის ყველაფერი: რამდენიმე საძინებელი, სააბაზანოები, სპორტული დარბაზი, ავტოფარეხი უნიკალური ავტომობილებისთვის, ასევე ოთახი მიმინოებისთვის.

 

კომენტარები:
2015-07-07 09:08:10
კომუნისტები უნდა ამ საქმეეეეს )) (გაკულაკება)

cmcrue2015-10-14 04:12:30
oBjcSW <a href="http://okcjbcrkkaqy.com/">okcjbcrkkaqy< /a>, [url=http://qipouaertjtz.com/]qipouaertjtz[/url], [link=http://qwdaemfsaoob.com/]qwdaemfsaoob[/link] , http://dmcxzivxjxem.com/

vxkshizz2015-12-27 01:23:54
8Rzehz <a href="http://vbtgyntmdxbq.com/">vbtgyntmdxbq< /a>, [url=http://tcnauxmdjqve.com/]tcnauxmdjqve[/url], [link=http://shjsgiyzhmrp.com/]shjsgiyzhmrp[/link] , http://wzjuycyabrba.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5773
EUR2.9299
GBP3.2729
RUB3.8499
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 20°-32°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia