www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:15 16.09.2015
საკონსტიტუციო სასამართლოს სკანდალური განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტებას აკეთებს გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 "საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი განმარტება გააკეთოს ა.წ. 15 სექტემბერს გადაწყვეტილების (საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით.

 მას შემდეგ, რაც მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა დღის პირველ საათზე პლენუმის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურა უნდა განხორციელებულიყო, სასამართლოს მხრიდან არაერთგზის იქნა შეთავაზებული, რომ მას შეეძლო ხელი მოეწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას. ამავე დროს იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე.

 დაახლოებით 16.30 საათზე მასთან დაკავშირირება ვეღარ მოხერხდა, ხოლო მისი ოჯახის წევრის განცხადებით, ამ დროს ის უკვე იმყოფებოდა კლინიკაში და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია.

 ვინაიდან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.

 ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან განახორციელოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ამ მიზნით ა.წ. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს უზრუნველყოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 10°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia