www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:26 09.11.2015
„სოციალური პარტნიორობა“ პატარა ლუკას დასახმარებლად

საწოლსმიჯაჭვული ადამიანის მოვლა - რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარტო ხარ და არავინ გიდგას გვერდში. მაგრამ ზოგჯერ დასახმარებლად მოდიან სრულიად უცნობი ადამიანები.ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 3,5 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 500 საწოლსმიჯაჭვულ ადამიანს. რომელთა შორის 12 არასრულწლოვანი ბავშვია. ერთ-ერთი 13 წლის ლუკაა.

ლუკას დედა, ირინა 15 წლის გათხოვდა. შეეძინა მშვენიერი გოგონა. ახალგაზრდა ოჯახი  ბედნიერი იყო. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 7 წლიანი ლოდინის შემდეგ შეიტყვეს, რომ ირინა ორსულად იყო და ბიჭს ელოდა. მაგრამ მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. პატარა ლუკა თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა, და ექიმების დიაგნოზმა განაჩენივით გაიჟღერა: მიკროცეფალია, ეპილეფსია, კიდურების დეფორმაცია და ღეჭვის რეფლექსის არქონა...

„კეთილმა ხალხმა“ ირინას ურჩია ბავშვი დაეტოვებინა და ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ ირინამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარ შვილს არასოდეს მიატოვებდა და ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა. სამწუხაროდ ირინა მარტო დარჩა ორ ბავშვთან და უამრავ პრობლემასთან ერთად. 13 წლის განმავლობაში იგი რჩება თავისი შვილის ერთგული და უვლის მას ახალშობილივით.

პატარა ოთახში, სადაც ირინა ორ ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს, არ არის არანაირი პირობები. სველი წერტილები ეზოშია, რომლითაც 4 ოჯახი სარგებლობს. მიუხედავად ყველა ცხოვრებისეული პრობლემისა, ირინა ცდილობს იყოს მშვიდი, რადგან იცის, რომ დედის ყველა ემოცია  ბავშვს გადაეცემა. ლუკა დედას გრძნობს, რეაგირებს მის ხმაზე, იღიმის, როდესაც ირინა მას ეფერება, ეხუტება და უმღერის... მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება და ცრემლების შეკავება, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. სოციალური დახმარების და ლუკას პენსიის დიდი ნაწილი ოთახის ქირაში იხარჯება. ლუკას დღეში 3,5 ლარის წამლები სჭირდება და ზოგჯერ ოჯახი არჩევანის წინაშე დგება, იყიდონ საჭმელი თუ წამლები. მაგრამ ალბათ ხვდებით როგორ არჩევანს აკეთებენ ირინა და ლუკას უფროსი და - მშივრები როგორმე გაძლებენ, ხოლო ლუკასთვის წამლების გარეშე არ შეიძლება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ირინას და ლუკას ეხმარება წამლებით და საკვები პროდუქტებით. ექთნები ეხმარებიან ირინას შვილის ბანაობაში, უტარებენ ბავშვს საჭირო პროცედურებს.  სამწუხაროდ მხოლოდ ფონდი ვერ გადაწყვეტს ირინას და ლუკას პრობლემებს. აქ მთელი საზოგადოების ჩართულობაა საჭირო. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (ფინანსური,პროდუქტებით, მედიკამენტებით...), ამ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულებაში მიუთითეთ ლუკა ნავროზიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან http://fsp.ge/ge/donate/

ამ ოჯახის შესახებ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც დახმარების სურვილს გამოთქვამს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6682
EUR3.0324
GBP3.4009
RUB3.9852
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 8°-15°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia