www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:56 02.12.2015
„სოციალური პარტნიორობა“ მაყვალა გვენცაძის დასახმარებლად!

ქალბატონი მაყვალა გვენცაძე ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაუსაძლისი პირობების სიტყვებით გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასჯერ მოსმენას, ერთხელ ნახვა სჯობს.

იყო ბედნიერი მეუღლე და დედა. ჰქონდა კარგი სამუშაო, მაგრამ ერთ დღეს მისი საყვარელ მეუღლეს სიმსივნე აღმოუჩინეს. საშინელი ტკივილი ცოტათი მაინც რომ შეემსუბუქებინა და ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები დაეფარა, სახლიდან  ყველაფერი გაყიდა, ძვირფასეულობა, ავეჯი, ჭურჭელი და საბოლოოდ სახლიც.  სამწუხაროდ მეუღლის გადარჩენა ვერ მოახერხა და შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. ავტოფარეხში შესახლდნენ, სადაც ადრე მაყვალას პატარა მაღაზია ჰქონდა გახსნილი.

ავტოფარეხის ერთ -ერთ კუთხეში, სადაც ყველაზე ნაკლებად ჩამოდის წყალი წვიმის დროს,  საძინებელი მოიწყვეს. შესასვლელში - სამზარეულო. ფარეხში ცივა და ისეთი ნესტია, რომ სარეცხს გასაშრობად დღეები სჭირდება.

 სველი წერტილები საცხოვრებელში არ არის. კეთილი მეზობლები, ახლომდებარე კორპუსებიდან, ნებას რთავენ მაყვალას, რომ მათი საპირფარეშოთი ისარგებლოს და დასალევად წყალი აავსოს. ეს ძალიან ძნელია ფიზიკურად და მორალურადაც ძალზედ დამთრგუნველია,  ყოველდღიურად შეაწუხო მეზობლები.

საშინელებაა, როდესაც ასეთ პირობებში გიწევს ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში -  ქალაქში, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე...

დაათვალიერეთ ქალბატონი მაყვალას საცხოვრებელი პირობების ფოტოები. ძნელი დასაჯერებელია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უხდება ასეთ და ზოგჯერ უარეს  პირობებში ცხოვრება.

კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდის თითოეულ ბენეფიციარს თავისი პრობლემები აქვს. „სოციალური პარტნიორობა“ თითოეულ მათგანს უწევს დახმარებას. ზოგს  მედიკამენტებით, და საკვები პროდუქტით, ზოგს ყოველდღიურად უვლიან და უტარებენ სათანადო მკურნალობას გამოცდილი ექთნები. სოციალური მუშაკები ეხმარებით საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში…  ცდილობენ ყველას გაუწოდონ დახმარების ხელი.

ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქალბატონი მაყვალას დასახმარებლად. მას სასწრაფოდ სჭირდება სახურავის შეკეთება და კედლების შელესვა.

გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, ვისაც შეგიძლიათ საშენი მასალის მოწოდება. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსურად დაეხმაროთ ქალბატონ მაყვალას,  თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: მაყვალა გვენცაძე), ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/109/

გადაათვალიერეთ ფოტოები კიდევ ერთხელ, წამით წარმოიდგინეთ, რომ ქალბატონი მაყვალას ადგილას შეიძლება თქვენი ახლობელი ადამიანი ყოფილიყო და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

ნებისმიერი სახის დახმარებით: მატერიალური, ფინანსური, ან თუნდაც სოციალურ ქსელბში  ამ ისტორიების გაზიარებით, თქვენ შეძლებთ სოციალურად დაუცველი ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 17°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia