www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:18 15.12.2015
დიდი დაპირისპირება უკრაინის რეფორმების რადაში
პრესა.ჯი
დაპირისპირება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ამჟამინდელ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრემიერ მინისტრ არსენ იაცენიუკსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, არსენ ავაკოვს შორის.

გუშინ, უკრაინის რეფორმების რადაში, პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ორგანიზებული თათბირი შეურაცხყოფაში გადაიზარდა. პრემიერმა იაცენიუკმა სააკაშვილს „უკრაინიდან წათრევა“ მას შემდეგ მოსთხოვა, რაც გუბერნატორმა მოქმედი ჩინოვნიკების კორუმპირებულობაზე ისაუბრა.

დეპუტატ სერგეი ლიშენკოს ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი იაცენიუკი სააკაშვილს შეხვედრისას "უკრაინიდან წათრევას" ურჩევდა, რაზეც გუბერნატორი პასუხობდა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, როგორც იაცენიუკი, უბრალოდ, მისგან განსხვავებით უკრაინა არ გაუძარცვავს.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა. დაპირისპირებაში, პრემიერ იაცენიუკთან თავის გამოჩენის მიზნით, შს მინისტრი ავაკოვიც ჩაერთო და ოდესის გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა, შემდეგ კი ჭიქა ესროლა.

"ჭიქა არ მომხვედრია, გვერდით ჩამიარა, მაგრამ წყალი ტანსაცმელზე გადამესხა. ავაკოვმა ჩემს მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა და პირდაპირ დამემუქრა.

მე მისი მუქარა არ მაშინებს, არც მისგან შეურაცხყოფა გამკვირვებია, რადგან ნაკლებად ცივილიზებული ადამიანებისგან ბევრი მსგავსი მომისმენია, ცხოვრებაში ბევრი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მინახავს არაოფიციალურ ვითარებაშიც, მაგრამ ის, რაც დღევანდელ სხდომაზე ვნახე, სადაც პრემიერ მინისტრმა აბსოლუტურად დაკარგა სახე, არსად მინახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ. 

სააკაშვილმა პოროშენკოს ადმინისტრაციას მოუწოდა სრულად და უწყვეტად გამოაქვეყნოს სხდომის ამსახველი ვიდეო-კადრები.

"კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურისგან, დღევანდელ რეფორმების რადაზე, პრემიერ მინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული საქციელის სრული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნოს.

ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა სამი კამერით და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება, ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ ჩემს თითოეულ სიტყვაზე, რომელიც იქ წარმოვთქვი", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ, მას შემდეგ, რაც დაპირისპირების განმუხტვა ვერ შეძლო, სხდომა დახურულად გამოაცხადა.

უკრაინელ ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით კი, იაცენიუკი და ავაკოვი ოდესის გუბერნატორს იმიტომ დაუპირისპირდნენ რომ ხალხი მას მომავალ პრემიერად აღიქვამს.

„ეს იყო დაპირისპირება პრემიერის სკამის შენარჩუნების მიზნითა და ოლიგარქების ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, სინამდვილეში, მომხდარი ინციდენტი კიდევ უფრო შეამოკლებს იაცენიუკის ვადას, პრემიერ მინისტრის პოსტზე“, - ასე წერენ უკრაინელები და ვარაუდობენ რომ მალე, პრეზიდენტ პოროშენკოს შემდეგ, სააკაშვილი ქვეყნის ნომერ პირველი პოლიტიკოსი გახდება.

კომენტარები:
bxphkx2016-02-25 23:48:33
EVnQIW <a href="http://hzthtmmfvakw.com/">hzthtmmfvakw< /a>, [url=http://wqqadqfdyynt.com/]wqqadqfdyynt[/url], [link=http://rkkauetiqogd.com/]rkkauetiqogd[/link] , http://xickzfgogmgh.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia