www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:55 09.02.2016
„სოციალური პარტნიორობა“ ნინო გურულის დასახმარებლად!

მშობლისთვის, შვილის ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, ხოლო რას განიცდის დედა, როდესაც მისი შვილი ავადაა - ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. გურულების ოჯახში მეორე გოგონა, ნინუცა, თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა. მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია. ნინოს დედამ, ლიამ, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, როგორ უნდა მოევლო განსაკუთრებული ბავშვისთვის. მათ სოფელში, კვალიფიციურ დახმარებას ვერავინ უწევდა.

ნინოსთვის ნაწილობრივი რეაბილიტაციის შანსი რომ მიეცა, ლიამ გაყიდა რაც კი ებადა და ორ შვილთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. დედაქალაქში ცხოვრება ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ბინის ქირა რომ გადაიხადოს და ნინუცასთვის საჭირო წამლები შეიძინოს, ლია არანაირ სამუშაოს არ თაკილობს მაგრამ სრული დატვირთვით ლია ვერ მუშაობს. ნინუცა საწოლსაა მიჯაჭვული, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები, ამიტომ მეთვალყურეობის გარეშე მისი დატოვება ერთი წუთითაც არ შეიძლება, როდესაც ლიას სახლიდან გასვლა უხდება, ნინოსთან მისი უფროსი და - მარი რჩება. ოჯახი დღეში ერთხელ საკვებ ულუფას სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სასადილოდან იღებს. ეს მათთვის დიდი შეღავათია.

ნინო 13 წლისაა, ახლახანს ისწავლა ყველაზე მთავარი სიტყვების წარმოთქმა: „დედა“ და „მარი“... ასევე მას შეუძლია დედა მიახვედროს, როდის შია ან სწყურია. ჯამრთელობის პრობლემების მიუხედავად, ნინუცა ძალიან ემოციური გოგონაა, უყვარს როდესაც დედა იცინის, როდესაც მღერის მისი უფროსი დაიკო, თვითონაც ცდილობს აჰყვეს... მას ისევე როგორც ყველა გოგონას, უყვარს ყვავილები, ლამაზად ილუსტრირებული ჟურნალების თვალიერება, უყვარს როდესაც ესაუბრებიან, უყვებიან სახალისო ისტორიებს...

მართალია, ლია ყველანაირად ცდილობს გოგონები გაამხნევოს და კარგ ხასიათზე იყოს, მაგრამ ეს მისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. როდესაც მარტო რჩება ცრემლებს ვერ იკავებს. ძალიან განიცდის, მაღაზიების გვერდით რომ ჩაივლის და შვილებისთვის ვერაფერს ყიდულობს... მაგრამ როგორც კი სახლის ზღურბლს გადააბიჯებს, ლია ძალ-ღონეს მოიკრებს და ბედნიერი ქალის როლს თამაშობს, რადგან ნინო ძალიან მგრძნობიარეა და განიცდის თუ დედას დადარდიანება შეატყო. ლიასთვის კი უდარდელი ადამიანის ნიღბის ტარება სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ამ ოჯახს არსებობის არანაირი წყარო არ გააჩნია! ან საიდან უნდა ჰქონდეს.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას თანხის შესაგროვებლად. გვერდში დავუდგეთ ნინუცას, მის დედიკოს და დაიკოს,შევუმსუბუქოთ გასაჭირი. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნინო გურული) ან „სოციალური პარტნიორობის“ ვებ-გვერდიდანhttps://fsp.ge/ge/donate/117/.

არ დარჩეთ გულგრილნი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი დახმარება საჭირო კი არა - აუცილებელია!

მასალის გამოყენების პირობები

არსებული მასალის გამოყენება სხვა ბეჭდვით, ინტერნეტ, ტელე-რადიო თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში დასაშვებია პირველადი წყაროს (https://goo.gl/1StWZA) ზუსტი მითითებით.

კომენტარები:
qkafsrfqr2016-04-04 19:20:06
1vwoOc <a href="http://gmyeilhmnvna.com/">gmyeilhmnvna< /a>, [url=http://qjownfbnzryu.com/]qjownfbnzryu[/url], [link=http://yoyredtkdquv.com/]yoyredtkdquv[/link] , http://mjeacvindbky.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ვალუტა ამინდი
USD2.6727
EUR3.0268
GBP3.424
RUB4.0447
თბილისი 2°-11°
ქუთაისი 4°-11°
ბათუმი 9°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia