www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:35 11.02.2016
რა განცხადებას აკეთებს ნათელაშვილი "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებზე
ტელე-კომპანია „მაესტრო“-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა.

"„ტელე-კომპანია „მაესტრო“-ს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილისა და პატარკაციშვილის ოლიგარქიული ოჯახები მტაცებელ მილიონერებთან ერთად წინასაარჩევნოდ ქმნიან კორპორაციას, რათა საბოლოოდ იყიდონ ჩვენი თავისუფლება და გადაგვაქციონ გერებად საკუთარ ქვეყანაში. ყველაფერ ამას უნდა დავუპირისპიროთ ანტი-ოლიგარქიული სახალხო ბლოკი, რათა გაიწმინდოს ჩვენი პოლიტიკა მილიონერებისაგან, მათ ამის შემდეგ უკვე შეწყვიტონ ბიუჯეტის ქურდობა პოლიტიკის გამოყენებით და დაიწყონ გადასახადების გადახდა. აი, სწორედ მაშინ გაეცემა პასუხი ცნობილ კითხვას - რა გვეშველება?!.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერცხლით მოვაჭრეები ვერ იყიდიან ჩვენს სულებს ვერასოდეს! აი, მთელი ისტორია, რაც ტრიალებს ტელე-კომპანია „მაესტრო“-სთან დაკავშირებით, სწორედ გამომდინარეობს ოლიგარქიული ჯგუფების ალიანსიდან, რომლებსაც წინასაარჩევნოდ გარდაუვლად სჭირდებათ საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით, მართული ტელევიზიების სახით. სხვანაირად ხალხს ვერ მოატყუებენ, ვერ გააყალბებენ არჩევნებს და საბოლო ჯამში დაკარგავენ იმ ძალაუფლებას, საიდანაც მომდინარეობს მათი სიმდიდრის არხები და გასაღებები. ადგილი აქვს მორიგ შეთქმულებას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ამ შეთქმულების სათავეში კი, კვლავ არიან დოლარებით სავსე ფუთებისა და ჩემოდნების პატრონები. შესაბამისად, ან დარჩება ქვეყანა და ესენი გადაინაცვლებენ პოლიტიკიდან იქ, სადაც ბუნებით მათი სფეროა (ბიზნესი, ეკონომიკა, გადასახადების გადახდა, ბიუჯეტის შევსება და სხვა), ან ესენი დარჩებიან პოლიტიკაში და ხალხის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება!“,-აცხადებს შალვა ნათელაშვილი

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6609
EUR3.0286
GBP3.3562
RUB4.0071
თბილისი 4°-10°
ქუთაისი 6°-14°
ბათუმი 8°-12°
მთავარი