www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:46 01.03.2016
2015 წელს 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა
სახალხო დამცველი 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

23 თებერვალს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას. წინადადების მომზადებისას სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა ევროპის ათი ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი განახორციელა და მათ მიხედვით მთელი რიგი რეკომენდაციები წარმოადგინა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მოითხოვს შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი ფუნქციონირების გაუმჯობესებას, მათ შორის, დაწესებულებები აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით, დაემატოს სპეციალური ვერტმფრენი, ძნელად მისასვლელი და მაღალმთიანი რაიონების მომსახურებისთვის; დაინერგოს ერთიანი რეგულაცია კერძო სამედიცინო ტრანსპორტისა და საჯარო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით; ამაღლდეს პერსონალის კვალიფიკაცია და დაინერგოს უწყვეტი განათლების სისტემა; ხელი შეეწყოს ორსულთა პატრონაჟის სისტემის დანერგვასა და საყოველთაო განხორციელებას; გაიზარდოს ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჩვილთა ჯანმრთელობის უფლების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შესახებ; დაინერგოს ერთიანი ელექტრონული ბაზა პაციენტის სამედიცინო ისტორიის დამუშავებისა და შენახვის მიზნით.

მართალია, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროს მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა, თუმცა შემცირების მასშტაბები არ არის დამაკმაყოფილებელი საერთო ევროპულ მაჩვენებელთან მიმართებაში და კვლავ საგანგაშოდ მაღალია. მარტო 2015 წელს 0–დან 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა.

განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლადშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6–ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12–ს. ასევე, მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში, ყოველ ასი ათასზე – 36.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
ნიკოლოზი2016-03-02 00:09:36
იმიტომ გარდაიცვალა,რობ ბავშვს ადრე რო მიიყვანდი საავადმტოფოში და დააწვენდი 5 დღეში 55 ლარამდე იხდიდი ეხლა დღეში იხდი 50 ლარზე მეტს.მეორე შემთხვევა თუა იმ თვეში ხო სრულად იხდი,ხალხი თვით მკურნალობაზეა გადასული უსახსრობის გამო ხოლო დაზღვევა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის არის ხელსახრელი ხოლო საბაზისო საყოველტაო მხოლოდ გადაუდებელი თუა მაშინ ეხება და ისიც პირველ მისვლას და მეორე დღესვე ,რო კონსულტაციაზე მიხვალ უკვე მინიმუმ 30 ლარია ხოდა ეს ხალხიც ვეღარ წვდება ამ თანხებს,საქართველოში არის სამედიცინო მაფია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

2016-03-02 21:29:57
მიიყვანო თორე უცებ არ დაგეხმარონ ზოგიერთ კლინიკაში. იაშვილში მაგალითად სულ გასაშვებია ყველა. რაღაცა დონის კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ექიმს.რაც არაა რა უნდა აამაღლო?! იაშვილში სიცხის დაგდება არ შეუძლიათ.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2019
იანვარი 2019
იანვარი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.6613
EUR3.0283
GBP3.4211
RUB4.0074
თბილისი -2°-11°
ქუთაისი 1°-8°
ბათუმი 5°-10°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia