თელავში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. დაპირისპირება დაკავებულის მშობელბსა და მანდატურებს შორის მოხდა. ხმაურის მიზეზი ოჯახის წევრების პროცესზე არშეშვება გახდა. მშობელბი აცხადებდნენ, რომ მათ შვილებს პოლიცილები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტის დროს დაზიანდა სასამართლოს ინვენტარი. მოგვიანებით კი მოსამართლემ მშობლების პროცესზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
27 თებერვალს თელავის ერთ ერთ კაფეში ახალგაზრდებსა და პოლიცილებეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბრალდების მხარე მათ პოლიცილებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავება.