www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:43 09.03.2016
პარლამენტში კალაძის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს.კახი კალაძეს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს. უმცირესობის წევრების შეკითხვები "გაზპრომთან" და "სოკართან" მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე დაისვა. კახი კალაძეს მიმართეს, ვინ იტყუებოდა – თავად, როცა ამბობდა, რომ "სოკარი" საქართველოს დამატებით გაზმომამარაგებას ვერ უზრუნველყოფდა, თუ "სოკარის" წარმომადგენლები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კომპანიას გაზის მიწოდებით მთელი საქართველოს უზრუნველყოფა შეეძლო. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას იქეთკენ მიჰყავს საუბარი, თუ როგორ გაბედა ხელისუფლებამ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გოკა გაბაშვილის საპასუხო განცხადება კი იყო ის, რომ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საზოგადოების აქტიურობის და ზეწოლის შედეგად მოხდა. 

ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა, ნუ წარმოაჩენენ საკითხს იმდაგვარად, თითქოს ხელისუფლება ცალკეა, ხოლო ოპოზიცია და საზოგადოება ცალკე. მის ამ პოზიციამ კამათი გამოიწვია, რის შემდეგაც ვოლსკიმ "ნაციონალური მოძარობის" წარმომადგენლებს მიმართა გაჩერებულიყვნენ და არ ეყაყანათ. 

ამაზე პასუხად დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა გია ვოლსკის ურჩია, რომ ყაყანი უმრავლესობაში მოიკითხოს. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 13°-28°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 21°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia