www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:07 30.03.2016
პროკურატურა - დადგინდა, რომ ვანო მაჭავარიანის განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება
პროკურატურა ვანო მაჭავარიანის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავცელებს. ვანო მაჭავარიანის გამოკითხვა მოწმის სახით  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ვანო მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განმარტება გავაკეთოთ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების ირგვლივ, მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა. ი. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად „facebook” გვერდზე ათვალიერებდა ე.წ ,,აქტივობის კედელს“, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით. 

მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული „ვირუსი“-ს შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი. რაც შეეხება მის „facebook” გვერდზე  მისივე განცხადებით განხორციელებულ ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი „facebook” გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა „ჰაკერულ“ თავდასხმად. აღნიშნულის შესახებ ი. მაჭავარიანმა აცნობა „facebook“-ის ადმინისტრაციას, რამაც მისი ვარაუდით გამოიწვია ,,facebook“  პროფილის დროებითი დაბლოკვა. ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი ,,facebook“ გვერდის დათვალიერებაზე.

ამდენად, ი. მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ."- ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.6343
EUR3.0047
GBP3.3645
RUB3.9453
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 21°-33°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia