www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
17:25 25.04.2016
ანტიკორუფციული სააგენტო ბაღდათის გამგებელს 200 ათას ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო ბაღდათის გამგებელს 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედავება. ირაკლი გეგეშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში განმარტეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. 

”გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული 

ელექტრონული ტენდერი ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელშიც გაიმარჯვა შპს ,,ქვენიფნელმა“ და რომელთანაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 20 აპრილს, 950 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე N48 ხელშეკრულება გააფორმა.

შპს „ქვენიფნელის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, ზემოხსენებული სამუშაოების 

საბოლოო მიღება - ჩაბარება მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, კერძოდ, ასფალტის სამუშაოების უხარისხოდ და  სტანდარტებთან შეუსაბამოდ შესრულების თაობაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მან შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება განახორციელა ერთპიროვნულად, მიღება - ჩაბარების მუდმივმოქმედი კომისიის გვერდის ავლით და შპს „ქვენიფნელს“ გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი მთლიანი თანხის დარჩენილი ნაწილი 227 654,80 ლარი, რაც გაფლანგა.

გამოძიება გრძელდება ირაკლი გეგეშიძის მიერ შპს „ქვენიფნელთან“ წარმოებული ანგარიშსწორების მიზანშეწონილობის შემოწმების მიზნით, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის გაიზარდოს გაფლანგული თანხების ოდენობა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
დეკემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6258
EUR3.0916
GBP3.4999
RUB4.4624
თბილისი 0°-9°
ქუთაისი 4°-15°
ბათუმი 7°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia