პრემიერი რესპუბლიკელ მინისტრს აკრიტიკებს, მეჭიაურის განცხადებები კი წინასაარჩევნოდ ბუნებრივად მიაჩნია. გიორგი კვირიკაშვილი ამტკიცებს, რომ საგარეო პრიორიტეტები უცვლელია და აჟიოტაჟი უსაფუძვლოდ შეიქმნა.
რესპუბლიკელები პრემიერის პოზიციას ამჯერადაც არასწორს და არაობიექტურს უწოდებენ. ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ კვირიკაშვილი სათანადოდ ვერ აფასებს იმ რისკს, რომელიც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ანტიდასავლურ რიტორიკას მოაქვს. რესპუბლიკელებისთვის ასევე გაუგებარია მითითებები გარდამავალ პერიოდზე.
თავად თამაზ მეჭიაური რესპუბლიკელებს პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს და თინა ხიდაშელის გადადგომას ელოდება.