www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
10:43 13.05.2016
გომელაური თუ სამობითაა, იმედია მესამე ცდაზე წარმატებით დასრულდება დეპუტატებსა და მასთან დიადი საუბარი
”ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის” წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა, რომელიც უკვე მეორედ ვერ შედგა, საინტერესო იქნებოდა.

ხაჩიძე იმედოვნებს, რომ დეპუტატებსა და გომელაურს შორის ”დიადი საუბარი” მესამე მცდელობაზე მაინც შედგება. 

”გომელაურთან დალაპარაკება და მისი მოსმენა პარლამენტში საინტერესოა. რაღაცა ისეთი ზებუნებრივი ძალები გვიშლიან ალბათ ხელს, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ დეპუტატები და გომელური. ერთხელ სცადა - არ გამოგვივიდა, მეორედაც არ გამოგვივიდა და ვნახოთ, გომელაური თუ სამობითაა, მესამე ცდაზე იმედია წარმატებით დასრულდება ეს საუბარი. იმედია შედგება ეს დიადი საუბარი საქართველოს დეპუტატებსა და გომელაურს შორის“, -განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

პარლამენტში გუშინ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების რამდენიმესაათიანი განხილვის გამო, საკანონმდებლო ორგანომ ეს ისევ ვერ შეძლო. 

გომელაურის მოსმენა უკვე მეორედ ვერ შედგა. პირველად სუს-ის ხელმძღვანელი პარლამენტში 30 მარტს იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მას დეპუტატებმა კვორუმის უქონლობის გამო ვერ მოუსმინეს. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
მაისი 2018
მაისი 2018
მაისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4805
EUR2.9044
GBP3.3087
RUB4.005
თბილისი 17°-29°
ქუთაისი 16°-28°
ბათუმი 18°-24°
მთავარი