www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:37 13.05.2016
აჭარაში კულტურული ტურიზმი განვითარდება

აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რათა ბათუმი ფესტივალების ქალაქად გადაიქცეს.  ამ მიზნით ედინბურგში იმყოფება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და პირველი შეხვედრა ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორთან ჯოანა ბეიკერთან  გამართა. 

დირექტორმა მინისტრის მოადგილეს თავისი გამოცდილება გაუზიარა ფესტივალების ორგანიზებასთან დაკავშირებით და ფართოდ ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობის, ძირითადი  მიმართულებებისა და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში ედინბურგის ფესტივალების  წარმატების გასაღებად იქცა. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისა და მათი ჩართულობის როლი, ყურადღება დაეთმო აგრეთვე, ალტერნატიული დაფინანსების მოძიების ხერხებსა და სტრატეგიებს. 

ჩვენი ხელისუფლების მიზანია ბათუმიც გამოირჩეოდეს აღმოსავლეთ ევროპაში ფესტივალებით. განხორციელებული სახელოვნებო პროექტების ხარისხი და ორგანიზებულობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მეტი ტურისტის მოვიზიდვის თავალსაზრისით. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია ისეთი წარმატებული გამოცდილების გაზიარება, როგორიც ედინბურგის ფესტივალებია-აღნიშნა ნათია სირაბიძემ. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე, ნათია სირაბიძე ედინბურგის ფესტივალების დირექტორ ჯულია ამურს შეხვდა.  საქმიანი ურთიერთობების გასაღრმავებლად დაგემილია  შეხვედრები:  ედინბურგის ბრიტანეთის საბჭოს კულტურის დეპარტამენტის უფროს დანა მაკკემსთან და ედინბურგის საკრებულოს კულტურის დეპარტამენტის უფროს ლინ ჰალფპენთან.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე სამი წელია თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ამ პარტნიორობის ფარგლებში შედგა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6179
EUR3.0606
GBP3.4517
RUB3.9087
თბილისი 15°-24°
ქუთაისი 16°-29°
ბათუმი 18°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia