www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:10 17.05.2016
"კაბელების საქმე" - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმ განცხადებებს პასუხობს, რომელიც აღნიშნული საქმის განაცენს მოჰყვა:

”საზოგადოებრივი ინტერესის და საქმის რეზონანსულობის გათვალისწინებით, რომელიც ე.წ. „კაბელების საქმეს“ მოჰყვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:

ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. კერძოდ, იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების „დაუსაბუთებელად“ მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია რა არგუმენტებს ეყრდნობა იგი. მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწოდებთ დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ იმ საჯარო განცხადებებს, რომლითაც ისინი დამამცირებელ ასპექტში მოიხსენიებენ როგორც კონკრეტულ მოსამართლეს, ისე სასამართლო ხელისუფლებას საზოგადოდ. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს დაიცვან საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი და იმოქმედონ კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის წესების შესაბამისად.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს მისამართით ნებისმიერი მკვეთრი და შეურაცხმყოფელი განცხადება შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს დაშინების, ზეწოლის ან, მასზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებებმა, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს სთხოვს თავი შეიკავოს სასამართლოს გადაწყვეტილების წინსწრებით, ნაჩქარევი შეფასებებისგან და მით უფრო უსაფუძვლო კრიტიკისგან”, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ვალუტა ამინდი
USD2.6727
EUR3.0268
GBP3.424
RUB4.0447
თბილისი 1°-10°
ქუთაისი 7°-16°
ბათუმი 13°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia