www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:38 24.05.2016
„ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!..“- ოკუპანტის სიტყვები გიგა ოთხოზორიას მოკვლისას
„ქრონიკა+“
გაზეთი „ქრონიკა+“ ხურჩაში ადმინისტრაციულ ზოლზე საკონტროლო-გამშვები პუნქტთან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დეტალებზე წერს:

„მათ, ვისაც ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ ზოლზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლა თითქმის ყოველდღე უხდება, ძალიან კარგად იციან, რომელი ჯგუფის მორიგეობაა შედარებით მსუბუქი და რომლის - მძიმე. სამწუხაროდ, 19 მაისი ის დღე იყო, როცა პუნქტზე „მძიმე“, ქართველთმოძულე ჯგუფი იდგა.

ავტობუსამდე მისასვლელად პუნქტის გავლაა აუცილებელი. ყოფილა შემთხვევები, როცა აფხაზ და რუს ე.წ. მებაჟეებს (უფრო სწორად, როლები ასეა გადანაწილებული: დგანან აფხაზი ე.წ. მებაჟეები და რუსი ე.წ. მესაზღვრეები) ადგილობრივი მცხოვრები საბუთების შეუმოწმებლადაც გაუტარებიათ შლაგბაუმს მიღმა, ავტობუსის მგზავრისთვის რაიმე შეკვრის ან ჩანთის მისაცემად. ზოგიერთებს ხომ სახეზეც სცნობენ და სცნობენ, ამიტომ, თუ კარგ ხასიათზე არიან, მათ გამოარჩევენ ხოლმე და ურიგოდ, შეუმოწმებლად უშვებენ - ადგილობრივი გლეხების პატიოსან ბუნებას ისინიც კარგად იცნობენ და აღიარებენ.

გიგა ოთხოზორიამ, თვითმხილვილთა თქმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ქართული ID ბარათი გაუწოდა. პირველი აგრესია მის მიმართ სწორედ ამ დროს წამოვიდა: აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა სსრკ-ს ან ახალი აფხაზური პასპორტი მოითხოვეს, რაც გიგას არ ჰქონდა. მაშინ მას კატეგორიულად განუცხადეს, რომ ნაბაკევისკენ არ გაუშვებდნენ.

ახლა ადვილია თქმა, გიგა რომ გამობრუნებულიყო, არაფერი მოხდებოდაო, მაგრამ მის გზავნილს გალში ელოდებოდნენ და ამიტომაც, ოთხოზრიამ განმეორებით სცადა ბედი: მან ოკუპანტების დამუნათება დაიწყო, რაც მათ აშკარად არ ეპიტნავათ. მერე ყველაფერი ელვისებური სისწრაფით მოხდა: ერთერთმა ოკუპანტმა იარაღი ამოიღო და პირდაპირ ფეხში ესროლა ოთხოზორიას.

გაწევ-გამოწევაში, რა დროსაც გიგა რამდენიმე მამაკაცმა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა, სავარაუდოდ, ოთხოზრიას არც უგრძვნია, რომ დაჭრილი იყო, ხოლო როცა შეატყო, რომ ფეხიდან სისხლი სდიოდა, მიბრუნდა და ოკუპანტებს თავიანთი მოქმედების შედეგი აჩვენა, რასაც კიდევ რამდენიმე გასროლა მოჰყვა.

კადრებში, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო, გიგა სწორედ ამ დროიდან ჩანს - როცა უკვე დაჭრილია, კოჭლობს და ხურჩის ბოლოს მდგარი კაფისკენ მოჰყავთ. ჩანს ისიც, რომ დროდადრო გიგა პოსტის მხარეს ბრუნდება, სავარაუდოდ, იქედან წამოსულ რეპლიკებს პასუხობს.

ეს დეტალი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა ოკუპანტებისთვის: მათგან ოთხმა, იცოდნენ რა, რომ არავითარი საფრთხე არ ელოდათ, გიგა ოთხოზრიას თითქმის კაფემდე მისდია და კიდევ რამდენჯერმე ესროლა. ერთმა, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ კი უკვე წაქცეულ ოთხოზორიას ტყვია თავში დაახალა, რის შემდეგაც დანარჩენებთან ერთად ისევ ნაბაკევისკენ ქნა პირი და გაუჩინარდა.

კადრში ისიც ჩანს, როგორ აბრუნებს თავს მკვლელი, სანამ პატარა ბოგირს გადაივლის. ერთერთი ვერსიით, ეს ყოფილი ბოევიკი ქართველების მიმართ აგრესიულობით ადრეც გამოირჩეოდა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ როცა ოთხოზრიას თავში ტყვია დაახალა, ხმამაღლა, რუსულად თქვა: „ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!..“

ამ დროისთვის გიგა უკვე მიწაზე გდია, მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. ადამიანები, ვინც მომხდარს შეესწრო, შოკში არიან და მიშველებასაც კი ვერ ბედავენ, მხოლოდ ერთი ადამიანი იხრება გიგასკენ და მის შველას ცდილობს. ვიღაცამ სასწარფოში დარეკა, რომელიც ოც წუთში მოვიდა. გიგა ცოცხალია, მაგრამ გონებადაკარგული. ის გზაში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით, ექსპერტიზის შემდეგ გაირკვა, ერთი ტყვიის გარდა, თითქმის ყველა სასიკვდილო იყო, ასე რომ, თავში მიღებული ჭრილობა რომც არ ჰქონოდა, გიგა ოთხოზორიას გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, ნულს უტოლდებოდა - ის არაკაცურად და სასტიკად, დაუნდობლად დაცხრილეს...“

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2019
მარტი 2019
მარტი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6861
EUR3.0407
GBP3.5636
RUB4.1133
თბილისი 2°-8°
ქუთაისი 2°-9°
ბათუმი 4°-5°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia