www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:23 25.05.2016
კობა ტყეშელაშვილი - ვლოცულობდით, რომ კორცხელში რამე ცუდი არ მომხდარიყო
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენი კობა ტყეშელაშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კახა კალაძესთან არანაირი კავშირი არ აქვს და კონფლიქტის დროს ის მხარეებს მხოლოდ აშველებდა. 

როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაისმა ბრალდებები იმის შესახებ, რომ დარბაზი, რომელშიც ის ვარჯიშობს, „ქართული ოცნების“ სარდაფია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და დარბაზი ნაქირავებია. 

„გაისმა ბრალდებები ჩემს წინააღმდეგ, რაც სინამდვილეში არ არსებობს. დარბაზი, რომელზეც საუბარი იყო, რომ არის „ქართული ოცნების“ სარდაფი, სინამდვილეს არ შეესაბამება. ყველას მივმართავ, მე არ ვარ ასეთი კაცი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ”ნაციონალების” ლიდერების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ამ დარბაზში ვარჯიშობენ სახელოვანი სპორტსმენები და მსოფლიო ჩემპიონები. მე 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და ამას არც ვმალავ. რაც შეეხება კორცხელში მომხდარ ინციდენტს, იქ ვიმყოფებოდი ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერად და ვლოცულობდით, რომ რაიმე ცუდი არ მომხდარიყო, თუმცა მოგვიწყვეს პროვოკაცია. გარდაბანშიც მოაწყეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაცია, თუმცა იქ ბიჭები არ წამოეგნენ. ჩემს ძმაკაცს შეუგდეს ქვა მანქანაში, მაგრამ იქ პროვოკაციას არ წამოეგნენ. თუ ეს ხალხი არ გამოჩნდება, არასოდეს არაფერი მოხდება. მით უმეტეს ნიკა მელია, რომელიც პირველი ზონდერი იყო“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

კითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან პროვოკაციების მოწყობა, ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერებმა სპორტსმენებს აგინეს, ბეისბოლის ბიტები ჩაარტყეს და ერთ სპორტსმენს ქვაც კი ჩაარტყეს. ტყეშელაშვილის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სავარაუდოდ, მზად იყვნენ პროვოკაციის მოსაწყობად და ყველაფერი სპეციალურად მოაწყვეს, რათა მსგავსი რამ მომხდარიყო, რაც უკვე მოხდა. ტყეშელაშვილი მიმართავს ყველას, მათ შორის მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს, პროვოკაციების მოწყობას თავი დაანებოს, ვინაიდან ისინი მორწმუნე ადამიანები არიან და ცუდს არაფერს აკეთებენ. 

კომენტარები:
pabftvsnwyj2016-11-17 11:13:32
Y0FSDK <a href="http://cnaaqjlcctnt.com/">cnaaqjlcctnt< /a>, [url=http://nvebarfepijm.com/]nvebarfepijm[/url], [link=http://nagofkmokuhh.com/]nagofkmokuhh[/link] , http://ncmoqcazjlul.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5773
EUR2.9299
GBP3.2729
RUB3.8499
თბილისი 20°-31°
ქუთაისი 21°-33°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia