www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:49 26.05.2016
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომრის საგანგებო განცხადება
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს: 

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, რომ არ შეუწყონ ხელი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალადობის, როგორც „სალაპარაკო ენის“ და ნორმის დამკვიდრებას. ამასთანავე სამნიძე ქვეყნის პრემიერმინისტრსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტის დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა:

"საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნია უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა ქვეყანაში - როგორც არჩევნების დროს, ისე ზოგადად პოლიტიკურ ურთიერთობებში.

სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე არაერთი ძალადობის ფაქტის მომსწრენი ვხდებით. მხედველობაში მაქვს ამა წლის მაისში საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული 32 ჰომოფობიური თავდასხმა (მათ შორის არასრულწლოვანის დაჭრა), პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება კორცხელში და გუშინ, 24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი. ყველა ეს ფაქტი მოითხოვს სამართალდამცველების დროულ, მყისიერ და ეფექტიან რეაგირებას. სხვა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების ქმედითობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგება და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს მათ დისკრედიტაციამდე, რასაც, როგორც ზოგადად სამოქალაქო ცხოვრებისთვის, ისე კონკრეტულად 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი ექნება.

მივმართავ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტის დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას იმის წინაპირობა, რომ სისხლის სამართლებრივი ხასიათის შემთხვევები სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში არ იქნას გადატანილი. 

მივმართავ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, არ შეუწყონ ხელი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალადობის, როგორც „სალაპარაკო ენის“ და ნორმის დამკვიდრებას, არ დაუშვან პოლიტიკური ცხოვრების კონსტრუქციული, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლა და 1990-იანი წლების „ტრადიციებთან“დაბრუნება. საპირისპირო შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რეალობას, რომელშიც დღევანდელი მიღწევები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, ვიზალიბერალიზაციის პასუხისმგებლიანი უზრუნველყოფა, ნატოს მხრიდან ქვეყნის თავდაცვითი უწყების წარმატებების აღიარება - საქართველოს მომავალი კი არა, კიდევ ერთი დაკარგული შანსი შეიძლება აღმოჩნდეს.

მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც კი გაცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება არ დაემსგავსოს პოლიტიკურ რინგს ბრძოლის წესების გარეშე, სადაც ქართულ ოცნებასა და ნაცმოძრაობას შორის მიმდინარეობს რეალურად ურთიერთხელსაყრელი, მტრის ხატზე აგებული ბრძოლა. ეს პოსტსაბჭოთა საქართველოს წარსულია, რაც დაძლია თანამედროვე საქართველომ და რომელიც მიუღებელია თანამედროვე, პლურალისტური, სამომავლო კოალიციებზე ორიენტირებული ევროპული პოლიტიკური პროცესისთვის. ევროპულ მომავალზე,პროგრესზე ორიენტირებულ ამომრჩეველს გაცილებით უკეთესი, მრავალფეროვანი არჩევანი აქვს და იგი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ძალადობისგან, შიშისგან და მორალური თუ ფიზიკური ზეწოლისგან თავისუფალ გარემოს შექმნით. "- აღნიშნულია ხათუნა სამნიძის განცხადებაში.
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ვალუტა ამინდი
USD2.7045
EUR3.0474
GBP3.4931
RUB3.9893
თბილისი 4°-6°
ქუთაისი 7°-13°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia