www.people.ge
11:48 30.05.2016
გიგა ბუკია ვახტანგ ხმალაძეს - ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ფაშისტები გაიმარჯვებენ ქვეყანაში?
დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის შემოტანის მიზანი არ არის ის, რომ პარლამენტში უმრავლესობა ვერ შეიქმნას. ამის შესახებ ვახტანგ ხმალაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის შესახებ მსჯელობენ.

”საუბარია იმაზე, რომელი მოდელი იძლევა უფრო სამართლიანი და ადეკვატური შედეგის მიღების შესაძლებლობას. ის რაც გვაქვს, თუ ის, რაც წარმოგიდგინეთ.

60 წელიწადია დაახლოებით, რაც გერმანიაში ამ სისტემით იმართება არჩევნები. თუ არ ვცდები, ორჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო ხმების 50%-ზე მეტი პროპორციული წესით და შესაბამისად, მარტომ დააკომპლექტა მთავრობა”, - განაცხადა ხმალაძემ. 

ვახტან ხმალაძეს დეპუტატმა გიგა ბუკიამ შეახსენა, რომ გერმანიაში სხვა მიზანი იყო ამ სისტემის დანერგვის და ეს იყო ის, რომ ფაშისტები არ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში.

”ჩვენ ვდგვართ ამ საფრთხის წინაშე რომ ფაშისტები გაიმარჯვებენ ამ ქვეყნაში?” - მიმართა ბუკიამ ხმალაძეს. კოლეგას ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა, რომ ამის საფრთხეს ვერ ხედავს.

”ფაშიზმის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ მე ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ფაშიზმი არა, მაგრამ არა ამომრჩევლის ნების სწორად ამსახველი უმრაველესობა მრავალი წლის განმავლობაში ყოფილა ჩვენთან”, - აღნიშნა ხმალაძემ.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
იანვარი 2018
იანვარი 2018
იანვარი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.5463
EUR3.1154
GBP3.5134
RUB4.4951
თბილისი -1°-4°
ქუთაისი 5°-11°
ბათუმი 6°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia