www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
15:39 31.05.2016
სასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის, შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიორგი მილაშვილის წამებაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

”სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 1-ელი იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა ბექა გელხაურმა, გიორგი გულაბერიძემ, ლაშა ტვილდიანმა, საბა ჯინჭარაძემ, ლევან ლიპარიძემ, ლევან შეყლაშვილმა და თენგიზ ესართიამ, ადმინისტრაციასთან შესაძლო თანამშრომლობის აღიარების და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით აწამეს ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი მილაშვილი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სხვადასხვა სახის ნაკვეთი ჭრილობები და თერმული დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანგრძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
მაისი 2018
მაისი 2018
მაისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4734
EUR2.8988
GBP3.3129
RUB4.0339
თბილისი 16°-31°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 19°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia