ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ისანში, გარეკახეთის ქ. #9-ში მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, დაჭრილი გოგონა სასტუმროს სამზარეულოში მუშაობდა და მას ყოფილმა მეუღლემ ესროლა. მათ ხმაური არ გაუგიათ. თავად ინციდენტი სავარაუდოდ, დაფიქსირებულია სასტუმროს სათვალთვალო კამერით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.