www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:35 08.06.2016
შსს-მ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავი 2-ის გურიის კორესპონდენტის ვლადიმერ მენაბდეს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჟურნალისტი ლადო მენაბდე ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებიც საკუთარი სახლის წინ სადილობდნენ. ადგილობრივებმა მენაბდის მიერ მათი უნებართვოდ გადაღების ფაქტი გააპროტესტეს. ინციდენტის ადგილზე მივიდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს ურეკის განყოფილების უბნის ინსპექტორი, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა. პოლიციის თანამშრომელმა კონფლიქტის განმუხტვა სცადა და ინციდენტის მონაწილე პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ დროს ჟურნალისტმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი კონფლიქტის დეტალების გარკვევის მიზნით, უბნის ინსპექტორმა ჟურნალისტის შეყოვნება სცადა და მას პოლიციის განყოფილებაში მისვლა სთხოვა. თუმცა, ლადო მენაბდე არ დაემორჩილა სამართალდამცველის მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია. უბნის ინსპექტორს მან ხელი ჰკრა, რა დროსაც სამართალდამცველი მიეჯახა ჟურნალისტის ავტომანქანის საქარე მინას და ხელი დაიზიანა. დაზიანდა საქარე მინაც. ადგილზე მივიდნენ გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს თანამშრომლები და კონფლიქტში მონაწილე მხარეები, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კურიერის გადამღები ჯგუფი ურეკში, ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფებოდა, რომლის თანახმადაც ადგილზე გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით კი მომხდარის მიზეზი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა გახდა, რომლის გაკეთებასაც მოსახლეობა ზღვის სეზონის დაწყებამდე მოითხოვდნენ.

აქციის გადასაღებად მისულ ჯგუფს მოქალაქეები მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, ადგილზე მისულმა პოლიციამ კი კურიერის ჟურნალისტი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

კომენტარები:
xubmjrqqg2016-07-25 02:57:48
pEe9kF <a href="http://ddsdakrxcwsp.com/">ddsdakrxcwsp< /a>, [url=http://krcalxskmssb.com/]krcalxskmssb[/url], [link=http://kucdndjofzjf.com/]kucdndjofzjf[/link] , http://mlabwfgoozkp.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-23°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 17°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia