www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:23 09.06.2016
მე იმ ადგილზე მივედი, სადაც ჩემი შვილი მომიკლეს, იქ ახლაც არავინ არ დგას და თუ ჰგონიათ, რომ ყველაფერი გააკეთეს"

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ადგილი, სადაც მისი შვილი მოკლეს, არც ახლა არის დაცული.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ოჯახის გასაჭირი და ვინც ჩვენი გაუსაძლისი ტკივილი გაიზიარა. ჩემი საფიქრალი ამ 20 დღის განმავლობაში არის ერთადერთი, მაშინაც ვთქვი, ჩემი შვილის ცხედართან და ახლაც გავიმეორებ - ნეტა მე ვიყო ის უკანასკნელი დედა, ვის შვილსაც მტრის ტყვია მოკლავს, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული წევრი უნდა დადგეს საქართველოს საზღვრების სადარაჯოზე, გააკეთოს ყველამ ის საქმე, რაც მათ ევალებათ.

მე არ მინდა, ჩემი შვილი ახალი უბედურების მიზეზი გახდეს, ჩემი შვილის მკვლელის სიკვდილიც არ მინდა, მოხვდეს ის საპატიმროში, მან არ იცის, როგორი გულანთებული, ვაჟკაცი ბიჭი მოკლა. ჩემს ოჯახს ძალიან ბევრ აფხაზ ოჯახთან აქვს ურთიერთობა, ნათესავებიც გყვავს, ჩემს შვილს ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი ჰყავდა.  ჩემი და ჩემი ოჯახის მოთხოვნაა, ეს ხელისუფლება ნუ დაიშურებს ძალღონეს, რომ როგორმე ის დამნაშავე აქ იქნება თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისევ ქართველების ტერიტორიაზე, დაისაჯოს და ჩაისვას ციხეში.

მე იმ ადგილზე მივედი, სადაც ჩემი შვილი მომიკლეს, იქ ახლაც არავინ არ დგას და თუ ჰგონიათ, რომ ყველაფერი გააკეთეს და ის ადგილი, სადაც ასე მუხანათურად ჩემი შვილის მოკლეს, დაცულია, ტყუილია, ის ტერიტორია ისევ არ არის დაცული. თავისუფლად შეუძლიათ გადმოვიდნენ, როცა მოუნდებათ, თუ მოუნდებათ იმ კაფეში, რომლის წინაც ჩემი შვილი მოკლეს, ყავაც მიირთვან. აბა, სცადოს რომელიმე ქართველმა იმათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა.

თქვენ ალბათ, იცით მიზეზი, რისთვის მოკვდა ჩემი შვილი, ჩემი შვილი შეესწრო ვიღაც ქართველის, რომელმაც თავი არ გამოაჩინა, აბუჩად აგდებას, პასპორტის შეურაცხყოფას, დედის გინებას, გამოესარჩლა ჩემი შვილი, ამასაც იგივე მოუნდომეს, მაგრამ თავი არ დაუხარა და საკონტროლო ტვიაც მიიღო ყველას თვალწინ. არ არის ის ტერიტორია ჩვენი მხრიდან არ არის დაცული, იმათი მხრიდან არის კარგად არის დაცული, ვერცერთი ქართველი იქეთ გადასვლას ვერ გაბედავს.

როცა ჩემი შვილის მკვლელის სახელს აცხადებენ, თავში არ ვუშვებ და არც მინდა, ჩემი შვილის ნათესავებმა გულში ჩაიდონ მისი ან მოკვლა, ან ლინჩის წესით გასამართლება, არ მინდა, ჩემმა შვილმა რომელიმე თავის ნათესავს ეს ცოდვა აჰკიდოს, მაგრამ ეს ალბათ, გარდაუვალი იქნება თუ თავის დროზე არ გააკეთებენ ყველაფერს. ეს მოთხოვნა იქნებოდა ხელისუფლების მიმართ, მერე რომ არ თქვან - რომ არა ეს შემთხვევა ისევ არ დაიძაბებოდა ქართველებს და აფხაზებს შორის ურთიერთობა", - განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში.  

კომენტარები:
ojomzfqm2016-07-25 07:23:59
VaQMYA <a href="http://vnkfygegucoq.com/">vnkfygegucoq< /a>, [url=http://viikvjtshpyi.com/]viikvjtshpyi[/url], [link=http://vdtrlmprolua.com/]vdtrlmprolua[/link] , http://xrgsxpscfcll.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia